საზოგადოება
ზამთრისთვის მოსახლეობას საშეშე მერქანს უნომრავდა" - გარდაცვლილი რეინჯერის ძმა
63 წლის რეინჯერი თამაზ ლომიძე სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაიცვალა - ამბობს გარდაცვლილის ძმა. მისი ინფორმაციით, შემთხვევა 14 ნოემბერს, დაახლოებით 17:00 საათზე მოხდა.

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ნეძვის აღკვეთილის რეინჯერი მოსახლეობას ზამთრისთვის საშეშე მერქნის დანომვრასა და განაწილებაში ეხმარებოდა, რა დროსაც ხე დაეცა. 

სასწრაფო დახმარების ბრიგადა შემთხვევის ადგილამდე დაცული ტერიტორიების სააგენტოს მაღალი გამავლობის ავტომანქანით მიიყვანეს, თუმცა დაშავებულის გადარჩენა ვერ მოხერხდა.


რეინჯერი თეიმურაზ ლომიძე აღნიშნულ პოზიციაზე 2006 წლიდან მუშაობდა.
| Print |