საზოგადოება
მიიღო თუ არა მთავრობამ სისტემური „ლოკდაუნის“ შესახებ გადაწყვეტილება?
ინფრასტრუქტურის მინისტრის, ვიცე პრემიერის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, უწყებათაშორის საბჭოს, დღეის მდგომარეობით, შეზღუდვებთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიუღია.

"სამწუხაროდ, როგორც მედიასაშუალებებით, ასევე მოსახლეობაში ვრცელდებოდა არასწორი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თითქოს, გუშინაც ან დღესაც მივიღებდით გადაწყვეტილებას სისტემური „ლოკდაუნის“ შესახებ. ასეთი ტიპის გადაწყვეტილება ამ ეტაპზე არ არის მიღებული. ეს გადაწყვეტილება არის ის გადაწყვეტილება, რომელიც უნდა იქნას მიღებული ფართო კონსულტაციების გზით, რასაც ჩვენ უკვე აქტიურად ვახორციელებთ“,
- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, შეზღუდვები გაფართოვდება, თუმცა შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება მოხდება ყველა მხარის ინტერესების გათვალისწინებით, ისე რომ ქვეყნის ეკონომიკამ და ბიზნესმა ნაკლები ზიანი მიიღოს.
| Print |