საზოგადოება
28 ნოემბრიდან ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება 21:00-05:00 საათებში აიკრძალება
მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება 21:00 საათიდან აიკრძალება.

შესაბამისი აკრძალვა მობილობის შემცირების მიზნით, მთავრობის მიერ შემუშავებული გეგმით წესდება.

21:00 საათის შემდეგ გადაადგილება, პირველ ეტაპზე, 28 ნოემბრიდან 23 დეკემბრის ჩათვლით იქნება აკრძალული. 24 დეკემბრიდან 15 იანვრამდე პერიოდში, 21:00 საათიდან გადაადგილების შეზღუდვა მხოლოდ უქმე დღეებში იმოქმედებს, 31 დეკემბერის 21:00 საათიდან 1-ლი იანვრის 05:00 საათამდე კი აღნიშნული შეზღუდვა იხსნება.

3 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით, 21:00 საათიდან, გადაადგილება ყველა დღეს იკრძალება.
| Print |