საზოგადოება
112-ის დირექტორმა თანამდებობა დატოვა
ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ, თანამდებობა დატოვა.

უწყების ინფორმაციით, ავთანდილ თალაკვაძემ თანამდებობა პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე დატოვა.

ავთანდილ თალაკვაძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის ძმა, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და დახმარების ცენტრის დირექტორად 2015 წლიდან მუშაობდა.
| Print |