საზოგადოება
ახალციხეში ნაგვის ურნა დაიწვა
ახალციხეში, დიდიმამიშვილის ქუჩაზე ნაგვის ურნა დაიწვა. თვითმხილველები ამბობენ, რომ ეს მოქალაქეების დაუდევრობის შედეგად მოხდა.  მათი თქმით, სავარაუდოდ, გამვლელმა სიგარეტის ნამწვი ჩააგდო და ნაგავს ცეცხლი მოეკიდა. პლასტმასის ურნა ისეა დამდნარი, რომ ტროტუარი და ასფალტიც დაზიანებულია.
| Print |