Error
თეა წულუკიანი ასპინძასა და ნინოწმინდას სტუმრობდა
 სახელმწიფო სერვისების მიღებას დღეიდან ასპინძისა და ნინოწმინდის მოსახლეობაც შეძლებს. სამცხე-ჯავახეთში საჯარო რეესტრისა და სერვისების განვითარების სააგენტოს  ორი ახალი ტერიტორიული  სამსახური ამოქმედდა. მომსახურების ოფისები იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გახსნა. ღონისძიებას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელები შიო ხეცურიანი და პაპუნა უგრეხელიძე  დესწრნენ . მომსახურების ოფისები თანამედროვე ტექნიკით, საოფისე ინვენტარითა და ინტერნეტით აღიჭურვა; მოწესრიგდა როგორც მომხმარებელთა მომსახურების დარბაზი, ისე ინფრასტრუქტურა, გათბობისა და ვენტილაციის სისტემა; მთლიანად განახლდა შენობის ექსტერიერი და ინტერიერი. განახლებულ ოფისებში მისულ მოქალაქეებს საჯარო რეესტრისა და სერვისების განვითარების სააგენტოს 200-ზე მეტი  სერვისით  მარტივად  სარგებლობის საშუალებას აძლევს. რეაბილიტირებული ტერიტორიული ოფისები  ნინოწმინდაში  − პუშკინის ქ. №43-ში, ასპინძაში კი ვარძიის ქ. №117-შია განთავსებული.

11828815_846221338759782_151527112610870329_n სახელმწიფო სერვისების მიღებას დღეიდან ასპინძისა და ნინოწმინდის მოსახლეობაც შეძლებს. სამცხე-ჯავახეთში საჯარო რეესტრისა და სერვისების განვითარების სააგენტოს  ორი ახალი ტერიტორიული  სამსახური ამოქმედდა.

მომსახურების ოფისები იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გახსნა. ღონისძიებას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელები შიო ხეცურიანი და პაპუნა უგრეხელიძე  დესწრნენ .

მომსახურების ოფისები თანამედროვე ტექნიკით, საოფისე ინვენტარითა და ინტერნეტით აღიჭურვა; მოწესრიგდა როგორც მომხმარებელთა მომსახურების დარბაზი, ისე ინფრასტრუქტურა, გათბობისა და ვენტილაციის სისტემა; მთლიანად განახლდა შენობის ექსტერიერი და ინტერიერი.

განახლებულ ოფისებში მისულ მოქალაქეებს საჯარო რეესტრისა და სერვისების განვითარების სააგენტოს 200-ზე მეტი  სერვისით  მარტივად  სარგებლობის საშუალებას აძლევს.

რეაბილიტირებული ტერიტორიული ოფისები  ნინოწმინდაში  − პუშკინის ქ. №43-ში, ასპინძაში კი ვარძიის ქ. №117-შია განთავსებული.

| Print |