საზოგადოება
ჩინეთში მიმავალი პირველი საექსპორტო მატარებელი ახალქალაქში გაჩერდა
ჩინეთში მიმავალი პირველი საექსპორტო მატარებელი, რომელიც ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზას გადის, ახალქალაქში გაჩერდა.

თურქული სააგენტო „ანადოლუ“ წერს, რომ მატარებელი, თურქეთიდან 4 დეკემბერს გამოვიდა, მცირე ხნით კოჯაელის პროვინციაში შეჩერდა, და 8 დეკემბერს ქვეყნის ტერიტორია დატოვა.

მატარებელი საქართველოდან აზერბაიჯანისა და ყაზახეთის გავლით ჩინეთში, ქსიანის პროვინციაში ჩავა. სააგენტოს ინფორმაციით, სატვირთო მატარებელმა 8 693 კილომეტრი 12 დღეში უნდა გაიაროს. ის გადალახავს 2 კონტინენტს, 2 ზღვას, გაივლის 5 ქვეყანას და ტვირთს ჩინეთში ჩაიტანს.

მატარებელი თურქეთში წარმოებული საყოფაცხოვრებო ტექნიკით არის დატვირთული. ტვირთი 42 კონტეინერშია განთავსებული.

ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი ჩინეთ-ევროპას შორის უმოკლესი გზაა, რაც ტვირთს აიაფებს და ამ დერეფანში საქართველოს კონკურენტუნარიანობას ზრდის.

შეგახსენებთ, ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო მარშრუტი 2018 წლიდან აქტიურია. ამ პერიოდიდან დღემდე დაახლოებით 400 000 ტონა ტვირთი უკვე გადაიზიდა.

| Print |