საზოგადოება
"მეც და ბავშვებსაც გვირტყამდა" - პანდემიის პირობებში ოჯახში ძალადობის შემთხვევებმა იმატა
კვლევებმა აჩვენა, რომ ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევები, კორონავირუსის პანდემიის დროს მსოფლიოში მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამ მხრივ მსოფლიოს არც საქართველო ჩამორჩება.

მსოფლიო ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს, რომელიც 10 დეკემბერს აღინიშნება ,გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16-დღიანი გლობალური კამპანია დასრულდა. კამპანია 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს დაიწყო. მისი მიზანია ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის, ოჯახში ძალადობისა და ფემიციდის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

| Print |