საზოგადოება
ახალციხის მერიამ საახალწლო ღონისძიებისთვის გამოცხადებული ტენდერი შეწყვიტა
ახალციხის მერიამ 2021 წლის შესახვედრად, საახალწლო ღონისძიების ორგანიზებისთვის, პირველ დეკემბერს გამოცხადებული ტენდერი შეწყვიტა. სატენდერო კომისიის სხდომაზე ახალციხის მერმა, 25 000-ლარიანი ტენდერის შეწყვეტის მიზეზად, კორონავირუსის გამო შექმნილი მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა დაასახელა.

ამის გარდა, მერიას კიდევ ორი ტენდერი ჰქონდა გამოცხადებული - 10 000 ლარი ტკბილეულისთვის და 19 130 ლარი საახალწლო განათებების შესაძენად. ტკბილეულის ტენდერი არ შედგა, მანათობელი მილების, ლითონის კონსტრუქციებისა და საახალწლო დეკორაციების შესყიდვაში კი შპს „დანდიმ“ გაიმარჯვა.

საბოლოო ჯამში, საახალწლოდ გამოყოფილი 55 ათასი ლარიდან, მხოლოდ 20 ათას ლარამდე დაიხარჯება. ახალციხე საახალწლო მზადებისთვის გასულ წლებში საშუალოდ, 60 ათას ლარს ხარჯავდა.

| Print |