საზოგადოება
ახალციხის საკრებულოს დეპუტატებმა 10 საკითხი განიხილეს
ახალცხის საკრებულომ რიგით მე–13 სხდომა გამართა. საკრებულოს წევრებმა მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტზე იმსჯელეს და დაამტკიცეს. მთავარი ფინანსური დოკუმენტი ძალაში იანვრიდან შევა.

საკრებულოს წევრებმა ასევე მოისმინეს მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2020 წელს შესრულებული მუშაობის შესახებ ანგარიში. ზაზა მელიქიძემ იმ პროექტებზე ისაუბრა, რომელიც მიმდინარე წლის განმავლობაში განხორციელდა.

დეპუტატებმა დღევანდეს სხდომაზე განიხილეს ახალციხის მუნიციპალიტეტის 2021-2024 წლების პრიორიტეტების დოკუმენტიც. ასევე დაამტკიცეს ქალაქის მერიის სტრუქტურული ერთეულების საშტატო ნუსხა და თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები.

საკრებულოს წევრების მიერ დამტკიცდა 2021 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესიც.

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც დეპუტატებმა განიხილეს, მეფე გიორგი ბრწყინვალეს ძეგლის ახალციხეში განთავსებას შეეხო, რომელიც საკრებულოს წევრებმა დადებითად გადაწყვიტეს. 

ახალციხის საკრებულომ დღევანდელ სხდომაზე სულ 10 საკითხი განიხილა.


| Print |