საზოგადოება
ახალციხის 2021 წლის ბიუჯეტი 16 500 000 ლარით განისაზღვრა
ახლციხის საკრებულომ მთავარი ფინანსური დოკუმენტი დაამტკიცა. მუნიციპალიტეტის მომავალი წლის ბიუჯეტი 16 500 000 ლარით განისაზღვრა.

ახალ ბიუჯეტში მთავარი პრიორიტეტები ინფრასტრუქტურა, განათლება, ჯანდაცვა და სოციალური მიმართულებებია.

მათგან 3 330 000 ლარამდე ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოხმარდება.

განათლების სფეროში ადგილობრივი ხელისუფლება 4 026 500 ლარამდე დახარჯავს, საიდანაც 3 მილიონ ლარზე მეტი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ხარჯია.

1 384 500 ლარი ჯანდაცვისა და სოციალური საკითხების მოსაგვარებლადაა გათვალისწინებული, აქედან 512 ათასით სამედიცინო გამოკვლევების დასაფინასებლად არის გათვლილი.

მთავარი ფინანსური დოკუმენტი ძალაში იანვრიდან შევა.

ბიუჯეტის დამტკიცების გარდა, საკრებულომ დღეს, 14 დეკემბერს კიდევ 9 საკითხი განიხილა.

| Print |