საზოგადოება
პირველი საექსპორტო მატარებელი, რომელმაც ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა გაიარა, ჩინეთში ჩავიდა
პირველი საექსპორტო მატარებელი, რომელიც თურქეთიდან დაიძრა და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა გაიარა, ჩინეთში შევიდა. იგი დანიშნულების ადგილზე - ქსიანის პროვინციაში 19 დეკემბერს გაჩერდება.

მატარებელი სტამბოლში საყოფაცხოვრებო ტექნიკით დაიტვირთა, საიდანაც 4 დეკემბერს გაემგზავრა. 8 დეკემბერს თურქეთის საზღვარი გადმოლახა და ახალქალაქში გაჩერდა. საბოლოოდ მატარებელი დაახლოებით, 8 693 კმ-ს გაივლის.

შეგახსენებთ, ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო მარშრუტი 2018 წლიდან აქტიურია. ამ პერიოდიდან დღემდე დაახლოებით 400 000 ტონა ტვირთი უკვე გადაიზიდა.
| Print |