საზოგადოება
ახალციხეში, მთიან ყარაბაღში დაღუპულთა სულებს პატივი მიაგეს
ახალციხეში, მთიან ყარაბაღში დაღუპული ჯარისკაცები და მშვიდობიანი მაცხოვრებლები მოიხსენიეს და მათ სულებს პატივი მიაგეს. ეთნიკურად სომეხი მოსახლეობა დღეს, 21 დეკემბერს ე. წ. "ხაჩქარზე" 13:00 საათზე შეიკრიბა.

"ახალციხის 60-მდე ახალგაზრდა შევიკრიბეთ, მღვდელმა თორგომმა ლოცვა წაიკითხა, ვიგლივეთ, გავიხსენეთ გარდაცვლილები და ჩამოვედით"
- ამბობს ადგილობრივი ავეტის პეტროსიანი.

ახალგაზრდები "ხაჩქართან" დაახლოებით, ნახევარი საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ.

ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში დაღუპული და უგზო-უკვლოდ დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების საერთო რაოდენობა 3 300 კაცს აღემატება.

შეგახსენებთ, რომ მთიან ყარაბაღში კონფლიქტი 27 სექტემბერს გამწვავდა და საომარი მოქმედებები დაიწყო. სომხეთმა და აზერბაიჯანმა ცეცხლის დროებით შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას სამჯერ - 10, 17 და 26 ოქტომბერს მიაღწიეს, თუმცა კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებები მაინც გრძელდებოდა.

მთიანი ყარაბაღში, საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტაზე, აზერბაიჯანი, სომხეთი და რუსეთი საბოლოოდ 10 ნოემბერს შეთანხმდნენ.
| Print |