საზოგადოება
ნინოწმინდაში ქალი სავარაუდოდ, გამათბობლის აფეთქების შედეგად გარდაიცვალა
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ხანჩალში 75 წლის ქალი გარდაიცვალა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია nor.ge ავრცელებს. თანასოფლელების თქმით, მიზეზი გამათბობლის აფეთქებაა.

შემთხვევა დაახლოებით, 14:00 საათზე მოხდა. ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები. სამართალდამცველებმა საქმის მოკვლევა დაიწყეს.
| Print |