საზოგადოება
სემეკის გადაწყვეტილებით, იანვრიდან რეგიონებში დენი ძვირდება
სემეკის გადაწყვეტილებით, რეგიონებში იზრდება როგორც სამომხმარებლო, ასევე, არასაყოფაცხოვრებო ტარიფი. სამომხმარებლო ტარიფი 3,5 თეთრით გაიზარდა, არასაყოფაცხოვრებო ტარიფი კი 10,8 თეთრიდან 14,6 თეთრამდე.

ტარიფი 6 თვე იქნება ძალაში, 1 ივლისს სემეკი ტარიფებს ხელახლა გადახედავს. ზრდა უფრო მაღალი იქნებოდა, თუმცა "სემეკმა""ენერგო პრო ჯორჯიას" წარმოდგენილი ხარჯები 12 მილიონი ლარით შეუმცირა.

საყოფაცხოვრებო ტარიფი:

0 კვტ.სთ-დან 101 კვტ.სთ-ის ჩათვლით - იზრდება 12,065 თეთრიდან 17,731 თეთრამდე;

101 კვტ.სთ-დან 301 კვტ.სთ-ის ჩათვლით - იზრდება 15,435 თეთრიდან 21,707 ​თეთრამდე;

301 კვტ.სთ-დან და მეტი - იზრდება 19,269 თეთრიდან 26,227 ​ თეთრამდე.

ფასში გათვალისწინებულიA დღგ.

ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველ მოხმარებულ 100 კვტ.სთ-ზე ოჯახი 3,5 ლარით მეტს გადაიხდის.

არასაყოფაცხოვრებო ტარიფი:

110-35 კვ - იზრდება 14,237 თეთრიდან 23,995 თეთრამდე;

10–6–3.3 კვ - იზრდება 18,213 თეთრიდან 26,169 თეთრამდე;

0.4 კვ - იზრდება 22,733 თეთრიდან 27,085 თეთრამდე;

​ფასში დღგ გათვალისწინებული არ არის.

კომპანია "ენერგო პრო ჯორჯია" არ იზიარებს სემეკის არგუმენტებს და მიაჩნია, რომ ზრდა უფრო მაღალი უნდა ყოფილიყო.

ახალი ტარიფი 2021 წლის იანვრიდან ამოქმედდება.

radiotavisupleba.ge
| Print |