საზოგადოება
დაასუბსიდირებს თუ არა მთავრობა ელექტროენერგიის გაზრდილ გადასახადს?
საქართველოს პრემიერ მინისტრის გიორგი გახარიას ინფორმაციით, 2021 წლის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეები ელექტროენერგიაზე ტარიფის გაძვირებას არ იგრძნობენ, რადგან გაზრდილ საფასურს სახელმწიფო დაასუბსიდირებს.

„ტარიფი იქნება გაზრდილი. ამას თავის ობიექტური დასაბუთება და ახსნა აქვს. მოგეხსნებათ, 2017 წელს მოხდა მეთოდოლოგიის ცვლილება, რის შედეგადაც 3 წლის განმავლობაში ტარიფი არ გადახედილა. რათქმაუნდა, ეს მეთოდოლოგიის ცვლილება სხვადასხვაგვარად იქნა შეფასებული, თუმცა, ეს დღეის მდგომარეობით არის ფაქტი. ამიტომ ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ მოსალოდენელია ტარიფის ზრდა ელექტროენერგიაზე, ისევე როგორც წყალზე. ოღონდ წყლის შემთხვევაში საუბარია თბილისზე , რუსთავსა და მცხეთაზე.

საქართველოს მთავრობა სხვაობას დღევანდელ ტარიფსა და გაზრდილ ტარიფს შორის, სრულად დაასუბსიდირებს 300 კილოვატამდე მოხმარების მქონე აბონენტებისთვის“,-
განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ სემეკის გადაწყვეტილებით ელექტოენერგიის
ტარიფები გაიზარდა.
| Print |