საზოგადოება
სუბსიდირებისას ბევრი ფაქტორი ვერ გაითვალისწინეს - ექსპერტი პროგრამის ხარვეზებზე
ჯავახეთში მოსახლეობის დიდი ნაწილი კომუნალურების სუბსიდირების პროგრამით ვერ სარგებლობს. მკაცრი კლიმატის გამო, ზამთარში ხარჯი გაცილებით დიდია. ექსპერტი დავით ბიძინაშვილი ამბობს, რომ შეიძლებოდა, მთავრობა უმუშევრად დარჩენილ ხალხს უფრო მეტად დახმარებოდა, თუმცა ქვეყნის ეკონომიკიდან გამომდინარე, საქართველოს მეტი შესაძლებლობა და უნარი აქ გააჩნია. იგი სუბსიდირების პროგრამაში ხარვეზების არსებობას არ უარყოფს და ამბობს, რომ ხელისუფლებამ ყველა დეტალის გათვალისწინება ვერ შეძლო.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო, საქართველოს მოსახლეობის ნაწილს, ოთხი თვის მანძილზე, კომუნალურ გადასახადებს სახელმწიფო გადაუხდის. სუბსიდიის პროგრამა ყველა იმ ოჯახს შეეხება, რომელიც 200 კუბურ მეტრამდე ბუნებრივ აირსა და 200 კილოვატამდე ელექტროენერგიას მოიხმარს. ასევე აუნაზღაურდებათ წყლისა და დასუფთავების გადასახადი.

| Print |