საზოგადოება
„ნინოწმინდის" საბაჟოს თანამშრომლებმა საქველმოქმედო აქცია გამართეს
საბაჟო გამშვები პუნქტი „ნინოწმინდას" თანამშრომლებმა საახალწლოდ საქველმოქმედო აქცია მოაწყეს. მებაჟე ოფიცრებმა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სამ მრავალშვილიან, შეჭირვებულ ოჯახს სურსათი და ტკბილეული მიუტანეს, პატარები კი სათამაშოებით დაასაჩუქრეს.
საახალწლო-საქველმოქმედო აქცია საბაჟოს თანამშრომლებმა საკუთარი სახსრებით განახორციელეს.

საბაჟო გამშვები პუნქტი "ნინოწმინდას" მებაჟე-ოფიცრები მსგავსი სახის საქველმოქმედო აქციებს ყოველწლიურად, წინასაახალწლოდ აწყობენ.
| Print |