საზოგადოება
რა შემთხვევაში მიიღებს პირი 1200 ლარიან დახმარებას?
საქართველოს მთავრობა საკომპენსაციო-სოციალური პაკეტის განხოეციელების ახალ ეტაპ იწყებს. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

ივანე მაჭავარიანის განმარტებით, სოციალური დახმარებით ისარგებლებენ ის პირები, ვინც 2020 წლის 1 იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით ორი თვე მაინც მუშაობდა, მაგრამ დაკარგა სამსახური 2020 წლის დეკემბერში, ან 2021 წლის იანვარში, ან თებერვალში. თუ პიროვნება ამ პირობებს აკმაყოფილებს, 1200 ლარიანი პაკეტით სარგებლობას შეძლებს. იგი მთავრობისგან ექვსი თვის განმავლობაში 200 ლარს მიიღებს.

მოქალაქეებმა დახმარების მისაღებად შემოსავლების სამსახურს უნდა მიმართონ. გარდა ამისა, მალე მათ შესაძლებლობა მიეცემათ შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე ელექტრონულად დარეგისტრირდნენ.

„პარალმენტმა დაჩქარებული წესით მიიღო რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილება, რომლისთვისაც მათ მადლობას ვუხდი. ცვლილებებმა შესაძლებლობა მოგვცა რამდენიმე მნიშვნელოვბანი შეღავათი და საკომპენსაციო პაკეტი შეგვემუშავებინა. პირველი არის 1200 ლარიანი საკომპენსაციო პაკეტი მათთვის, ვინც სამსახური დაკარგა - ეს კვლავ შევა ძალაში... პაკეტი გავრცელდება 1-ელი დეკემბრიდან 6 თვის განმავლობაში და მოიცავს ყველა იმ ადამიანს, ვინც 2020 წლის 1-ელი ინვრიდან 2020 წლის ნოემბრის ჩათვლით ორი თვე მაინც მუშაობდა - ეს უნდა გამოჩნდეს იმ ანგარიშში, რომელსაც დამსაქმებლები წარადგენენ ხოლმე შემოსავლების სამსახურში. ასევე არის მეორე პირობა, რომ თუ მან დაკარგა სამსახური 2020 წლის დეკემბერში ან 2021 წლის იანვარში ან თებერვალში, 6 თვის განმავლობაში მიიღებს 1200 ლარს. ყოველთვიურად 200-ლარიანი დახმარების პაკეტს“,- განაცხადა მაჭავარიანმა.

მსგავსი პაკეტი გაზაფხულზე, პირველი ტალღის დროს უკვე განხორციელდა.
| Print |