საზოგადოება
ასპინძაში საძოვრები იწვის
ხანძარი 9 იანვარს, საღამოს საათებში შენიშნეს. ადგილობრივების თქმით ცეცხლი ბალახს უკიდია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, ადგილზე მეხანძრეები უკვე მუშაობენ, ამ ეტაპზე უცნობია ცეცხლი რა ფართობზეა გავრცელებული.

,,ცეცხლის ქრობის პროცესი ახლა მიმდინარეობს. ხანძრის ტყეზე ან საცხოვრებელ სახლებზე გადასვლის საშიშროება არ არის, რადგან ძლიან მოშორებულია. მიუვალი გზის გამო მეხანძრეები ხანძრის კერებთან ფეხით მივიდნენ” - განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
| Print |