საზოგადოება
28 წლის ვანო გვარამაძეს დახმარება სჭირდება
28 წლის ვანო გვარამაძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება. მაისში მომხდარი ავარიის შემდეგ, მას ანგიო სარკომა განუვითარდა. ვანო გვარამაძე წარმოშობით ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთიდანაა.

ახლობლების განმარტებით, ახალგაზრდა მამაკაცი რამდენიმე დღეა გერმანიაში, ქალაქ დრეზდენის კლინიკაში იმყოფება, თუმცა იმის გამო, რომ ოჯახს საჭირო თანხები არ აქვს, ექიმები პაციენტს ოპერაციას არ უკეთებენ.

„სისხლისგან იცლება და ექიმები ეუბნებიან ფეხს მოგაჭრით, მეტს ვერაფერს გავაკეთებთო. მეტასტაზები ღვიძლზეც აქვს გადასული და ოპერაცის შემდგომ ქიმიო თერაპიები და მკურნალობა სჭირდება. 150 000-მდე ევროს ითხოვენ, რისი საშუალებაც ოჯახს არა გააჩნია“, - ამბობს ვანო გვარამაძის ბიძაშვილი შორენა გვარამაძე.

მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ საბანკო ანგარიშის ნომრებზე:

GE43BG0000000132270400
საქართველოს ბანკი.
მიმღები რობიზონ გვარამაძე.

GE74TB7051145061100100
თიბისი ბანკი
მიმღები რობიზონ გვარამაძე.
| Print |