საზოგადოება
როგორ უნდა გადაიხადოს ადამიანმა კრედიტი თუ არ მუშაობს? - გაკოტრებული ბიზნესსექტორი ახალციხეში
დაწესებული შეზღუდვებისა და რეგულაციების გამო, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ შემოსავლის წყარო დაკარგა. შესაბამისად, ისინი სესხის გადახდას ვეღარ ახერხებენ. კრედიტ ინფოს მიხედვით კი ქვეყნის მოსახლეობის 80%-ს სასესხო ვალდებულება აქვს. გაკოტრებამდეა მისული ბიზნესინდუსტია.

ახალციხელი სვეტლანა დიაკონაშვილი ერთ-ერთია მათ შორის, ვისი ბიზნესიც კორონავირუსის პანდემიამ გაკოტრებამდე მიიყვანა. მის მფლობელობაში არსებული სასტუმრო, უკვე ერთი წელია, რეგულაციების გამო, გაჩერებულია. ბიზნესის წამოსაწყებად აღებულ სესხი ერთხელ უკვე გადაავადა. მეპატრონის გათვლით, გაკოტრებული ბიზნესის ისევ ამუშავებას, პარალელურად კი საბანკო ვალდებულებების გადახდას უკვე ვეღარ შეძლებს, ამიტომ გადაწყვიტა სასტუმრო გაყიდოს და აღებული თანხით ბანკის კრედიტი დაფაროს.

„სასტუმროს ვყიდით. სესხს ვერ გადავიხდით. კრედიტის გადავადების პროცენტები იმდენია, მაგას ვერ გავწვდებით. თან დაკეტილები ვართ, როგორ უნდა გადაიხადოს ადამიანმა კრედიტი თუ არ მუშაობს, ამიტომ გადავწყვიტეთ სასტუმროს გაყიდვა“- ამბობს სვეტლანა დიაკონაშვილი.პანდემიის გამო რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა ახალციხეში მდებარე „მესხური ოდას“ მფლობელიც. საოჯახო სასტუმრომ ფუნქციონირება 2019 წლის მაისში დაიწყო, თუმცა კორონავირუსის გამო, მუშაობა ვეღარ გააგრძელა. მანანა ხითარიშვილის თქმით, სასტუმროს გახნისთვის 300 000 ლარის ოდენობით სესხი აიღო. პანდემიის პირობებში კრედიტის გადახდა ვეღარ შეძლო და იძულებული გახდა, სესხის გადავადების პროგრამით ესარგებლა.

„გაადავავადეთ და მარტო პროცენტში 6 000 ლარი მოუწია. იმდენი ემატება ვერც კი გადაიხდი, როცა არ მუშაობ. მთელი წელი ჩავარდა, სასტუმროში ტურისტი არ ყოფილა. რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდით. ძალიან გაუჭირდება ყველა სფეროს ძველ რეჟიმს დაუბრუნდეს“- ამბობს სასტუმრს მეპატრონე მანანა ხითარიშვილი.სასტუმროების მსგავსად მძიმე მდგომარეობაში არიან რესტორნებიც. კორონაპანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მიხედვით, კვების ობიექტებს მომხმარებლებისთვის, მხოლოდ მიტანის სერვისის შეთავაზება შუძლიათ. რესტორნების მფლობელები ამბობენ, რომ ამ შემთხვევაში შემოსავალი გასავალს აჭარბებს, შესაბამისად, აღებული სესხების გადახდა რთულია.

“ახლა ორი თვით გადავავადე კიდევ. როგორც მითხრეს 600 ლარი დაემატებაო, რა ვქნათ, სხვა გზა არ გვაქვს. კიდევ კარგი ეს გადავადებები მიანც არის. ფაქტობრივად, არ ვმუშაობთ უკვე ერთი წელი ხდება. უმძიმესი ვითარებაა. როგორ უნდა გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან არ ვიცი“- ამბობს რესტორან “ალავერდის” ხელმძღვანელი მამუკა თუთაშვილი.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ გამგეობის თავმჯდომარე წლებია საქართველოში ეკონომიკურ ვითარებას აკვირდება. გიორგი კეპულაძის თქმით, თუ პირველი ტალღის დროს სესხების გადავადებით მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ისარგებლა, შემდეგ ეს რიცხვი უფრო შემცირდა. თუმცა ტურისტული ობიექტების გარკვეულმა კატეგორიამ სესხები ისევ გადაავადა. ეს კი იმის მიმანიშნებელია, რომ ტურისტულ ობიქტებს საბანკო კრედიტების გადახდა გაუჭირდათ. გიორგი კეპულაძის აზრით, მთავრობის დახმარების გარეშე, ეს ადამიანები ბიზნესის ხელახლა დაწყებას ვეღარ შეძლებენ.

„საკმაოდ რთული იქნება ეს პროცესი, გააჩნია სესხის მოცულობას, რაოდენობას და ვადიანობას, ყველას გაეზრდება შესატანი თანხის ოდენობა და ბევრი ბიზნსწარმომადგენლისთვის საკმაოდ რთული იქნება ამ მძიმე პერიოდთან გამკლავება. როდესაც ტურისტული ობიქტები მუშაობას გაანახლებენ იმაზე მეტი თანხის გადახდა მოუწვეთ, ვიდრე აქამდე იხდიდნენ. ამიტომ მთავრობამ ფინანსური დახმარება აუცილებლად უნდა აღმოუჩინოს იმ ადამიანებს, რომლებიც მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში არიან“ - აცხადებს გიორგი კეპულაძე.საქართველოში სესხით 1.8 მლნ-მდე ადამიანი სარგებლობს. ჯამში ₾27 მლრდ-ის აქტიური სესხია გაცემული. მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 18% -ია, საბანკო სექტორში ეს მაჩვენებელი 5%-ს უდრის. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ნოემბრის თვეში ვადაგადაცილებული სესხების საერთო რაოდენობამ 550 მილიონი ლარი შეადგინა. ოფიციალური სტატისტიკა იმის შესახებ თუ რამდენი ადამიანია საქართველოში, რომელიც კრედიტს ვეღარ იხდის, არ არსებობს.

გამოცემულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
| Print |