საზოგადოება
ახალქალქი-კარწახის გზაზე მოძრაობა თავისუფალია
ახალქალაქი-კარწახის გზაზე მოძრაობა უკვე ყველა ტრანსპორტს შეუძლია. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოები ჩატარდა.

"ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია"
- ნათქვამია დეპარტამენტი მიერ გავრცეებულ ინფორმაციაში.

ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო საავტომობილო გზის კმ1-კმ36.5 მონაკვეთზე 18 იანვრიდან აკრძალული იყო მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.
| Print |