საზოგადოება
ახალციხელი მოხმარებელი ირწმუნება, რომ სუპერმარკეტში გაფუჭებული პროდუქტი მიჰყიდეს
ახალციხის ერთ-ერთი სუპერმარკეტის უკმაყოფილო მომხმარებელი სოციალურ ქსელში გაფუჭებული სოსისის ფოტოებს აზიარებს და ირწმუნება რომ მარკეტში ვადიანი, მაგრამ გაფუჭებული ძეხვეული მიყიდეს.

"არ დაგვეზაროს, ყოველთვის ყველამ უკან დავაბრუნოთ გაფუჭებული პროდუქტი. ჩვენ ვართ ადამიანები და არა ღორები, რომ ფული ვიხადოთ ნაგავში. მაღაზიის მენეჯერის პასუხი ასეთი იყო: ,,ალბათ თქვენ დაჭყლიტეთო" - წერს მომხმარებელი სოციალურ ქსელში. 

როგორც კომენტარებიდან ირკვევა, მოხმარებელმა სოსისი სუპერმარკეტში 15 იანვარს შეიძინა, მეორე დღეს კი მოხარშვისას უსიამოვნო სუნი გამოყო და ფორმაც რადიკალურად შეიცვალა.

მოხმარებელი პროდუქციის მწარმოებლის შეტყობინებასაც ასაჯაროვებს, სადაც წერია, რომ სავარაუდოდ, შენახვის პირობებია დარღვეული.

სუპერმარკეტის ფილიალის მენეჯერი "მეცხრე არხთან" განმარტავს, რომ მათთან პროდუქციის შენახვის პირობები დაცულია.

"პროდუქცია იყო ვადიანი, შენახვის პირობები იყო დაცული, ამ საკითხზე მე სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ. პროდუქციის ხარისხთან დაკავშირებით კითხვებზე შეგიძლიათ მიმართოთ მწარმოებელ კომპანიას"
- აცხადებს ნათია ოქრომელიძე. 

დაზარალებულმა მომხმარებელმა პროდუქცია უკან მიაბრუნა.
| Print |