საზოგადოება
შენობები, რომლებიც საუკუნის ისტორიას ჰყვებიან (ფოტორეპორტაჟი)
ბამბეულის ფაბრიკა, „ატეკა“, სანერგე მეურნეობა - უფუნქციოდ დარჩენილი შენობები ახალციხეში. ავარიული კედლები, რომლებიც გასული საუკუნის ქალაქის ისტორიას ინახავს და ნაგებობები, რომლებიც წლებია მიტოვებულია.
ე.წ. სამხედრო დასახლება

ქალაქი ქალაქში - ასე შეიძლება ეწოდოს სამხედრო დასახლებას, რომელიც რუსთაველის ქუჩაზე, რამდენიმე ათეულ ჰექტარს მოიცავს.
ე.წ. სამხედრო დასახლება

ტერიტორიაზე, სადაც მხოლოდ რუსი სამხედროების ოჯახები ცხოვრობდნენ, შესვლა იკრძალებოდა. 
ე.წ. სამხედრო დასახლება

აქ იყო ყველა დაწესებულება, რაც დასახლების მაცხოვრებლებს სჭირდებოდათ.
ე.წ. სამხედრო დასახლება

შენობები წლებია მიტოვებულია, ადგილობრივი ხელისუფლება მათი ნაწილის რეაბილიტაციას ახლა იწყებს.

ტექნიკუმის დარბაზი

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსის ტერიტორიაზე, ახალციხის სანერგე მეურნეობის ტექნიკუმი მდებარეობდა. საგანმანათლებლო დაწესებულებას ეკუთვნოდა სპორტდარბაზი, რომელიც დღეს დაკეტილია. წლების წინ აქ ძიუდოისტები, მოკრივეები, ტანმოვარჯიშეები და ოლიმპიური ჩემპიონები ვარჯიშობდნენ.

ბამბეულის ფაბრიკა

გასულ საუკუნეში, ახალციხელებისთვის სამუშაო ადგილები ბამბეულის ფაბრიკამ შექმნა.
ბამბეულის ფაბრიკა

ობიექტი გორის საწარმოს ფილიალს წარმოადგენდა, სადაც საქსოვი ძაფის დართვა და გახამება ხდებოდა.

ავტოფარეხი

საზოგადოებრივი ტრანსპორტის ავტოფარეხი - ატეკა, ცენტრალური სტადიონის გვერდით მდებარეობდა. მარშრუტიდან დაბრუნებულ ტრანსპორტს დღის ბოლოს ამ ტერიტორიაზე აჩერებდნენ.
ავტოფარეხი

აქვე ხდებოდა სატვირთო ავტომობილების, ტაქსებისა და ავტობუსების შეკეთებაც.

მუსიკალური სასწავლებელი

შენობა, რომელიც ქალაქის ცენტრალურ უბანში, კეცხოველის ქუჩაზე მდებარეობს და ამჟამად უფუნქციოა, ოდესღაც მუსიკალურ სასწავლებელს წარმოადგენდა. მუსიკალური სასწავლებელი

ვინ იცის, რამდენი პირის მუსიკალურ განათლებას ჩაეყარა საფუძველი ახლა უკვე ავარიული შენობის კედლებში.
მომზადებულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
| Print |