საზოგადოება
ზამთრის კურორტების გახსნასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს–გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ზამთრის კურორტების გახსნასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები კურორტების ასოციაციის წარმომადგენლებთან მიმდინარეობს. შექმნილია სპეციალური ჯგუფი, სადაც გადაწყდება როდიდან გაიხსნება კურორტები.

„იყო რამდენიმე შეხვედრა ზამთრის კურორტების ასოციაციასთან, ამ საკითხზე, შემდეგ ჩამოყალიბდა სამუშაო ჯგუფი, მათ აქვთ ხედვა იმისა, თუ როგორ და რა პირობებით შეიძლება გაიხსნას კურორტი შესაბამისი პირობების დაცვით. აქ საუბარია საბაგიროებზე, რადგან კერძო სახლებსა და აპარტამენტებში დასასვენებლად ისედაც მიდიან. ამიტომ მათ ძირითადად საბაგიროს აღდგენაზე გვთხოვეს. მოგეხსენებათ, რომ შვეიცარიაში მთლიანად გახსნილია ზამთრის კურორტები, თუმცა სასტუმროები იქაც დაკეტილია. ხოლო ევროპის დანარჩენ ცნობილ ზამთრის კურორტებზე მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისთვის არის დაშვებული და იქაც შესაბამისი კონტროლით“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან ზამთრის კურორტები 2020 წლის 28 ნოემბრიდან ჩაიკეტა.
| Print |