საზოგადოება
ხევაშენში მცხოვრებ მინაძეებს მოქალაქეები ეხმარებიან
„მეცხრე არხის" მიერ გაშუქებულ მასალას, მინაძეების შეჭირვებული ოჯახის შესახებ, საზოგადოების მხრიდან გამოხმაურება უკვე მოჰყვა. მათ დასახმარებლად სურვილი არაერთმა ადამიანმა გამოთქვა.

ოჯახის პრობლემების შესახებ მომზადებული მასალის სოციალურ ქსელში გავრცელების შემდეგ, მინაძეების ოჯახისთვის რამდენიმე კეთილმა ადამიანმა პროდუქტი, ტანსაცმელი, სათამაშოები და ჭურჭელი შეაგროვა და გაუგზავნა.

საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობა მეფრინველეობის ფერმის მეპატრონეებმა, წისქვილკომბინატის მფლობელებმა და ადგილობრივებმა მიიღეს.

შეგახსენებთ, რომ ოჯახის დასახმარებლად, მსურველებს, ასევე შეუძლიათ "მეცხრე არხს" მიმართონ, სადაც ნივთები და პროდუქტი გროვდება.

მინაძეები, უკიდურეს სიღარიბეში, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევაშენში ცხოვრობენ.

| Print |