საზოგადოება
გიორგი დიასამიძის დასახმარებლად ახალციხეში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართება
22 წლის გიორგი დიასამიძის დასახმარებლად 31 იანვარს ახალციხეში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართება. აქციას ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკი ჩაატარებს. სისხლის გაღების შემთხვევაში მსურველებს 45 ლარს გადაუხდიან, რომლის ჩარიცხვაც ახალგაზრდა მამაკაცის საბანკო ანგარიშზე შეეძლებათ.

აქცია ახალციხის მერიის შენობაში 12:00 საათიდან დაიწყება.

ასპინძის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ გიორგი დიასამიძეს დილატაციური კარდიომიოპათია დაუდგინდა. მას გულის ტრანსპლანტაცია სჭირდება, რისთვისაც 100 000 ამერიკული დოლარია საჭირო. მის დასახმარებლად ახალგაზრდებმა სოციალურ ქსელში ჯგუფი შექმნეს. ისინი ცდილობენ, რომ სხვადასხვა აქტივობით, საჭირო თანხის მობილიზება შეძლონ.

დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ ანგარიშის ნომრებზე:

TBC, თიბისი: GE86TB7184345061100111
Bank of georgia,საქართველო : GE20BG0000000498605864
lIBERTY, ლიბერთი: GE60LB0711142229337000

მიმღები: ნათია დიასამიძე
Natia diasamidze

პირადი ნომერი: 05001012601.
| Print |