საზოგადოება
სკოლის მოსწავლეებმა გიორგი დიასამიძისთვის ფულის შეგროვება დაიწყეს
დღეს 31 იანვარს, მეხუთე საჯარო სკოლის მოსწავლეები საქველმოქმედო აქციას მართავენ. ცხრა მოზარდი 22 წლის გიორგი დიასამიძის დასახმარებლად, პლაკატებით და ყუთებით ქალაქის შემოვლას და შემოწირულობის შეგროვებას აპირებს.

გარდა ამისა, გიორგი დიასამიძის დასახმარებლად ახალციხეში დღეს სისხლის უანგარო დონაციის აქცია იმართება. ახალციხის მერიის შენობაში სისხლის ჩაბარება ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

ასპინძის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ გიორგი დიასამიძეს დილატაციური კარდიომიოპათია დაუდგინდა. მას გულის ტრანსპლანტაცია სჭირდება, რისთვისაც 100 000 აშშ დოლარია საჭირო.

დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ ანგარიშის ნომრებზე:

თიბისი ბანკი
GE86TB7184345061100111

საქართველოს ბანკი GE20BG0000000498605864

ლიბერთი ბანკი GE60LB0711142229337000

მიმღები: ნათია დიასამიძე

პირადი ნომერი: 05001012601
| Print |