საზოგადოება
5 წლის გიორგი ბერიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება
5 წლის გიორგი ბერიშვილს კეთილთვისებიანი სიმსივნე ერთი წლის წინ, თავზე დაუდგინეს. მოზარდს ქიმიოთერაპიის, მედიკამენტებისა და გამოკვლევებისთვის 3 000 ლარი სჭირდება.

დედის, ეთო ბარამიძის თქმით, გიორგის სამეტაპიანი მკურნალობა ესაჭიროება. პირველი ეტაპი უკვე გაიარეს, ბავშვი ერთ წელზე მეტი იაშვილის კლინიკაში იმყოფებოდა. იმის გამო, რომ ოჯახს მკურნალობისთვის საჭირო თანხა აღარ აქვს, პაციენტს კლინიკა დაატოვებინეს.

„ამ ეტაბზე სახლში გვყავს, პირველ ეტაპზე 3 000 ათასი ლარი გვაქვს მოსაგროვებელი, რომ საავადმყოფოში მიიღონ და მკურნალობა დაიწყონ“, - ამბობს ეთო ბარამიძე.

ხუთი წლის გიორგის დახმარების მსურველებს თანხის ჩარიხვა შეუძლიათ საბანკო ანგარიშებზე:

GE15TB7679445061100108 თიბისი ბანკი;

GE11LB0711192526466000 ლიბერთი ბანკი;
მიმღები ემზარი ბარამიძე.

GE25BG0000000162579635 საქართველოს ბანკი

მიმღები მარიამ ვაჩეიშვილი.

გიორგის დედის, ეთო ბარამიძის ტელეფონის ნომერია 598 41 74 13
| Print |