საზოგადოება
ახალციხეში ორი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა
ახალციხის შემოსასვლელში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. „გალფის“ ბენზინგასამართ სადგურთან ერთმანეთს ორი მსუბუქი მანქანა დაეჯახა. თვითმხილველების თქმით, შემთხვევა დაახლოებით, 17:50 საათზე მოხდა.

„მსუბუქი მანქანა გვერდიდან, მეორე მანქანა კი სულ დამტვრეული იყო, ბევრი ხალხი იყო, სასწრაფოც გამოიძახეს, თუმცა მძიმედ არავინ დაშავებულა“,
- ამბობს თვითმხილველი.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. შსს-ს ინფორმაციით, ავარიაში მონაწილე პირები ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდნენ.

| Print |