საზოგადოება
კადეტთა სამხედრო ლიცეუმი მოსწავლეების მიღებას აცხადებს
კადეტთა სამხედრო ლიცეუმი 2021-2022 სასწავლო წლისათვის მიღებას აცხადებს. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მიიღებიან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეები, რომლებიც 2021 წელს დაამთავრებენ ზოგადი განათლების საბაზო საფეხურს (IX კლასი) და დააკმაყოფილებენ შესარჩევი კონკურსის პირობებს.

ლიცეუმში ჩასარიცხად მოსწავლემ უნდა გაიაროს რეგისტრაცია. ჩააბაროს გამოცდები ზოგადი უნარების ვერბალურ და მათემატიკურ ნაწილსა და მათემატიკაში, გარდა ამისა უნდა გაიაროს სამედიცინო შემოწმება.  

რეგისტრაციისა და გამოცდის თარიღები, ასევე, მათი ჩატარების ფორმის შესახებ ინფორმაცია, 2021 წლის ივნისში, ლიცეუმის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდება. 

ლიცეუმში ჩაირიცხებიან შესარჩევი კონკურსის გავლის შემდგომ, ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო დაწესებულების მოსწავლე გოგონები და ვაჟები, რომლებიც 2020-2021 სასწავლო წელს დაამთავრებენ საბაზო საფეხურს (IX კლასი).

სასწავლო პროცესის მსვლელობისას ლიცეუმის სასწავლო პროგრამის სპეციფიკიდან გამომდინარე, სხვა ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო დაწესებულებიდან გადმოსვლა არ არის შესაძლებელი.

საბუთების მიმღებ კომისიაზე უნდა გამოცხადდეს, როგორც მოსწავლე ასევე, ერთ-ერთი მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი (წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტით) და წარმოადგინონ შემდეგი საბუთები.

წარმოსადგენი საბუთები:

• მშობლის (კანონიერი წარმომადგენლის) განცხადება მოსწავლის  მიღების შესახებ;

• მოსწავლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის დედანი და ასლი;

• დაბადების მოწმობის დედანი და ასლი;

• ცნობა ჯანმრთელობის შესახებ (ფორმა #100);

• ცნობა ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო დაწესებულებიდან  ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის (IX კლასი) მიმდინარე წელს დამთავრების შესახებ; ნიმუში

• მონაცემები მოსწავლის წლიური (IXკლასი) შეფასების შესახებ და დახასიათება ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო დაწესებულებიდან;

• ავტობიოგრაფია;

• სურათი 3/4-ზე (2 ცალი).

მისაღები ტესტები:

მათემატიკის ტესტი - საბაზო საფეხურის დონე;

ზოგადი უნარების ტესტი - საბაზო საფეხურის დონე;

სამედიცინო შემოწმება.

ლიცეუმის დამთავრების შემდეგ მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ სწავლა გააგრძელონ, როგორც დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიაში, ასევე საქართველოში მოქმედ სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში.

ლიცეუმის კურსდამთავრებულები სწავლობენ აშშ-ს, გაერთიანებული სამეფოსა და თურქეთის სამხედრო აკადემიებში.

ლიცეუმის დამთავრების შემდეგ, მოსწავლეებს შეუძლიათ სწავლა გააგრძელონ, როგორც დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიაში, ასევე, საქართველოში მოქმედ სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში.

| Print |