საზოგადოება
საროში მესხური დარბაზების აღდგენა იწყება (ვიდეო)
საროში ასპანიძეთა ოდა - დარბაზების აღდგენა წელს ორ ეტაპად განხორციელდება - ამის შესახებ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ. რესტავრაციის მოლოდინში მრავალსაუკუნოვანი მესხური ოდებიდან საროში 40-მდე მათგანი შემორჩა.
მესხური დარბაზები, ისტორიულ წყაროებში, მე-18 საუკუნიდან ჩნდება. 300 წლიანი ისტორიის მატარებელი ტრადიციული დარბაზების აღდგენისა და ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის დაახლოებით 2 მლნ 300 ათასი ლარი უნდა დახარჯულიყო. გეგმის მიხედვით, სამუშაოების განხორციელება 2017 – 2019 წლებს მოიცავდა, თუმცა პროექტში შესული ცვლილებებისა და მწირი ფინანსების გამო რეაბილიტაციის დაწყება გადაიდო. ასპინძის მერის განმარტებით, მესხური ოდების აღდგენა სოფელში ტურიზმსა და ეკონომიკას განავითარებს.


მომზადებულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა, და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
| Print |