საზოგადოება
„ მოაჯირებს ვაკეთებთ, რომ კიდევ არ მოხდეს უბედური შემთხვევა" - ობიექტის მეპატრონე
ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე, სამშენებლო ობიექტიდან მამაკაცის ჩამოვარდნის მიზეზი შრომის ინსპექციას ჯერ არ დაუდგენია, თუმცა მშენებლობის განახლების უფლება მისცეს. მანამდე კი მეპატრონემ ინსპექციის მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს.

„დავიწყეთ მოაჯირების გაკეთება, რომ არ მოხდეს კიდევ უბედური შემთხვევა, ორი მეტრის სიმაღლეზე ასვლის უფლება არ გვაქვს, რომ დავასრულებთ მოაჯირებს, შრომის ინსპექცია შეამოწმებს. მოგცემენ თუ არა მუშაობის გაგრძელების უფლებას, წინასწარ არ იცი“, - ამბობს მაღაზიის მეპატრონე ზურა დურგლიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ახალციხეში, სამშენებლო ობიექტიდან 35 წლის მამაკაცი გადმოვარდა. დაშავებულს ადგილობრივ რეფერალურ ჰოსპიტალში წვივზე ოპერაცია ჩაუტარდა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს უსაფრთხოების წესის დარღვევას სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.
| Print |