საზოგადოება
ახალციხეში მცირე ახალგაზრდული სივრცის გახსნა გადაწყდა

 

ახალგაზრდობის სააგენტოს წარმომადგენლებმა ახალციხის მუნიციპალიტეტში შეხვედრა გამართეს. ღონისძიებაზე ახალგაზრდული სფეროს ეკოსისტემის მშენებლობის პროცესი და მიღწეული შედეგები განიხილეს, რაც სააგენტოსა და საპილოტე მუნიციპალიტეტის თანამშრომლობით განხორციელდა.

მათ შორისაა მუნიციპალიტეტში ჩატარებული ახალგაზრდების საჭიროებების კვლევის შედეგები, რაზე დაფუძნებითაც ახალციხის ახალგაზრდობის სტრატეგიის დოკუმენტი განახლდება. შეხვედრის ერთ–ერთი მთავარი თემა მუნიციპალიტეტში, მცირე ახალგაზრდული სივრცის გახსნაა. ამისთვის სააგენტომ პირველადი ტექნიკური აღჭურვილობა და ექსპერტული დახმარება გამოყო, რათა ახალგაზრდული სივრცეების კონცეფცია სწორად და მიზნობრივად დაიგეგმოს.

ახალგაზრდული სივრცე რუსთაველის #124-ში, სამხედრო დასახლებაში განთავსდება. მისი მიზანი არაფეომალური განათლების ხელშეწყობა იქნება. სივრცეში ახალგაზრდები შეძლებენ შეკრებას, პროექტების დაგეგმვას და განხორციელებას.


| Print |