საზოგადოება
ბორჯომიდან მგზავრობა გაძვირდა
ბორჯომიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტით მგზავრობა გაძვირდა. ფასის მატება შეეხო ყველა მიმართულებას. თბილისის მიმართულებით ბილეთის ფასმა ორი ლარით მოიმატა.

ბორჯომის ავტოსადგურის დირექტორის თქმით, ფასის მატება საწვავის გაძვირებამ გამოიწვია.

„მგზავრობის ფასი 8 ლარი იყო, ახლა კი 10 ლარი გახდა. ყველა მიმართულებით მოიმატა ფასმა, აბა რას იზამდა, საწვავის ფასი იმხელა გახდა, მძღოლები რეისში რომ დადიან, სამ მგზავრზე მეტი არ ჰყავთ", - ამბობს ბორჯომის ავტოსადგურის დირექტორი ჯუმბერ ხიჯაკაძე.

შეგახსენებთ, რომ ახალციხე-თბილისის მიმართულებით მგზავრობის ღირებულება 10 ლარია, თუმცა თბილისიდან ახალციხეში სამარშრუტო ტაქსით მგზავრობა 12 ლარი გახდა.

| Print |