საზოგადოება
მკურნალობაში კოლოსალურ თანხებს გვახდევინებენ - მუსლიმი მესხები სამშობლოში უფლებების გარეშე
რა პრობლემებს აწყდებიან ის პირები, რომლებმაც სამშობლოში მოქალაქეობა ვერ მიიღეს და ამის გამო, სხვადასხვა სერვისში თანხის გადახდა უწევთ. რეპატრირებული მესხების ყოფა განსაკუთრებით, პანდემიის დროს გართულდა, როცა ინფიცირებულ მოქალაქეებს მკურნალობის ხარჯების დაფარვა თავად მოუწიათ.

ერაიფა ბასატოვამ კორონავირუსი რთულად დაამარცხა. 43 წლის ქალს COVID19-ის გარდა, სხვა თანმხლები დაავადებებიც ჰქონდა. რეპატრირებული მესხი ჯერ ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში მოათავსეს, მაგრამ მძიმე მდგომარეობის გამო, პაციენტის თბილისში გადაყვანა მოუწიათ. ერაიფას სტაციონარში ყოფნა 8 ათასი ლარი დაუჯდა. იმის გამო, რომ ახალგაზრდა ქალი საქართველოს მოქალაქე არ არის, მკურნალობის ხარჯის დაფარვა ოჯახს მოუწია.

„თანხა სრულად მე დავფარე, რადგან ჩემი ცოლი არ არის საქართველოს მოქალაქე. მთავრობამ ჩვენ გვითხრა, რომ ვერაფრით დაგეხმარებითო. არც არასდროს დაგვხმარებია ჩვენ ვინმე“, - გვითხრა ჰუსეინმა, ერაიფას ქმარმა. 

ბასატოვები ადიგენის სოფელ აბასთუმანში 14 წლის წინ ჩამოვიდნენ. ჰუსეინის და-ძმამ და მამამ ორმაგი მოქალაქეობა მიიღეს, ჰუსეინმა და მისმა ცოლ-შვილმა - ვერა. რეპატრირებული მესხი ამბობს, რომ მისი ქალიშვილისა და მეუღლის აზერბაიჯანულ პასპორტს ვადა ამოეწურა.

„რამდენჯერმე შევაგროვე საბუთები და მოქალაქეობის მოთხოვნით მივმართე მთავრობას, თითო ჯერზე ვხარჯავდი 500 ლარს. მითხრეს, გამოცდის ჩაბარებაა საჭიროო, აქამდე ასეთი რამ არ უთქვამთ. ვუპასუხე, გუშინ ჩამოსული ხომ არ ვარ? ჩემი გოგო აბიტურიენტია, წელს ამთავრებს სკოლას და ატესტატს ვერ აიღებს. მასაც გაუვიდა ვადა აზერბაიჯანის პასპორტზე, ვერც აზერბაიჯანში მიდის, ვერც აქ რჩება. აქ სწავლობს სკოლაში, რა იქნება აღარ ვიცი. ბოლოს გუშინ ჩავედი თბილისში, საბუთების საქმეზე. თუ არ უნდათ ჩვენი აქ ყოფნა, მაშინ გვითხრან. ჯერ გვეუბნებიან მოდით, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ და მერე ერთი პასპორტის მოცემაც არ შეუძლიათ“.

ახალციხეში, მარდალიევების ოჯახში მეორე ვაჟი დაიბადა. მშობიარობაში 1 600 ლარი გადაიხადეს. ამ მომსახურებას საქართველოს მოქალაქეებს სახელმწიფო უფინანსებს. მარდალიევები რეპატრირებული მესხები არიან, ოჯახის რვა წევრიდან საქართველოს მოქალაქეობა მხოლოდ ორს აქვს. ამის გამო, არაერთ უფლებაზე უარის თქმა უწევთ.

„მოქალაქეობის არქონის გამო ძალიან ბევრი ხარჯი და პრობლემა გვაქვს. ცოტა ხნის წინ ჩემი ვაჟის ოპერაციაში 500 ლარი გადავიხადეთ, საქართველოს მოქალაქეებისთვის კი უფასოა. ყველგან, სადაც მივდივართ, მოქალაქეობაა საჭირო. დიდი უპატივცემულობაა, თითქოს ადამიანებად არ გვთვლიან“, - ჩივის ვასია მარდალიევა.

მარდალიევებს რეპატრირებულის სტატუსი აქვთ მინიჭებული, მაგრამ ეს ოჯახს მოქალაქეობის არმქონე პირებთან შედარებით, უფლებრივ უპირატესობას არ ანიჭებს.

მათ მსგავსად, წლებია სახელმწიფოს დახმარებას სთხოვს აბამუსლიმ არიფოვი, რომელიც ახალციხეში, საბარგო სადგურის დასახლებაში ცხოვრობს. 59 წლის მამაკაცმა, 2010 წელს სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, საქართველოს მოქალაქეობა მიიღო. მას შემდეგ ცდილობს ეს უფლება ოჯახის სხვა წევრებმაც მოიპოვონ. არიფოვების ექვსსულიან ოჯახში მოქალაქეობა მხოლოდ აბამუსლიმს აქვს. ოთხი წლის წინ სამართლებრივადაც იბრძოლა, თუმცა უშედეგოდ.

„ქვეყანაში რომ იცხოვრო, როგორც სრულყოფილი პირი, უნდა გქონდეს მოქალაქეობა და პირადობა. მოქალაქეობის არქონის გამო, სკოლებში მოსწავლეებს ატესტატებს არ აძლევენ. უდიდესი პრობლემაა სამედიცინო საკითხი, ერთი ადამიანის მკურნალობას ოჯახის მთლიანი შემოსავალიც არ ჰყოფნის. მაგალითად, ჩემი შვილიშვილი დაიბადა და მშობლებს რომ მოქალაქეობა ჰქონოდათ, ხარჯი უფრო ცოტა იქნებოდა. რძალმა საკეისრო გაიკეთა და მე იძულებული გავხდი, 1 200 ლარი გადამეხადა. საქართველოს მოქალაქეები რომ ვიყოთ, შეიძლება გარკვეული მკურნალობა უფასოდაც ჩაგვიტარონ“.

აბამუსლიმ არიფოვი ამბობს, რომ მოქალაქეობის გარეშე დარჩენილი პირების ცხოვრება კორონავირუსის პანდემიის დროს კიდევ უფრო გართულდა.

"კორონავირუსი შეხვდა ჩვენს ახლობელს და მკურნალობისთვის ერთ დღეში, 500 ლარს იხდიდა“.

სამცხე–ჯავახეთში დეპორტირებული მესხების 26 ოჯახი ცხოვრობს. მათგან 16 ახალციხეში, საბარგო სადგურის დასახლებაში, 8 ადიგენსა და 2 ქალაქ ვალეში დასახლდა. ყველა ოჯახში მინიმუმ, ერთ წევრს მოქალაქეობის ან ბინადრობის პრობლემა აქვს.

ისტორიულ სამშობლოს 13 წლის წინ, ოჯახთან ერთად დაუბრუნდა სარვარ საფაროვი. სანამ საქართველოში დამკვიდრდებოდა, თვეში ორ კვირას ისევ აზერბაიჯანში ატარებდა. მოქალაქეობის არქონა თავიდან დისკომფორტს არ უქმნიდა, როცა ამის გამო პრობლემები გაჩნდა, საბუთების მოწესრიგება ვეღარ შეძლო. სასწრაფოს ექიმის მიერ, სამშობლოში გატარებული 13 წელი, ხელისუფლებისთვის საკმარისი არგუმენტი არ აღმოჩნდა. 

საფაროვების ოჯახში ხუთი წევრია. მათგან ორს სარვარს და მის რძალს - მოქალაქეობა არ აქვს. სარვარის ცოლი ერთი წლის წინ ისე გარდაიცვალა, რომ საქართველოს მოქალაქის სტატუსი ვერ მოიპოვა.

69 წლის ექიმი გვიყვება, რომ მოქალაქეობის არქონის გამო, მუსლიმ მესხებს იმ სერვისებში უწევთ თანხის გადახდა, რაც საქართველოს ყველა მოქალაქისთვის უფასოა. მაგალითად, განათლება და ჯანდაცვა. ვერ სარგებლობენ სახელმწიფოს მიერ კორონავირუსის დროს მოქალაქეებისთვის შეთავაზებული შეღავათებით.

„დიდი პრობლემები აქვთ განსაკუთრებით, ქალებს. როცა ფეხმძიმედ არიან და კონსულტაციაზე მიდიან, ბევრ ფულს ხარჯავენ“.

მოქალაქეობის საკითხი სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებ ყველა ოჯახს აწუხებს. მუსლიმი მესხების პრობლემებზე 2005 წლიდან საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ტოლერანტი“ მუშაობს. ხელმძღვანელი ცირა მესხიშვილი ახლა პრეზიდენტ ზურაბიშვილის სახელზე წერილს ამზადებს, სადაც საქართველოში მცხოვრები მესხების საკითხის გადაჭრაში დახმარებას სთხოვს.

“ვისაც რეპატრირებულის სტატუსი აქვს, მოქალაქეობას ისიც ვერ იღებს. რეპატრირებულის სტატუსი არაფერს ნიშნავს, მხოლოდ აღიარებაა, რომ უსამართლოდ გაასახლეს. არ შეიძლება ადამიანი 15 წელი ქვეყანაში ცხოვრობდეს და არავინ იყოს. ბავშვები უფასოდ ვერ მიჰყავთ ექიმთან, აცრებს ვერ უკეთებენ“.

მესხების უმეტესობა საქართველოში 2007-2010 წლებში დაბრუნდა. სამშობლოში ისე ჩამოვიდნენ, რომ აქ არც ახლობლები ელოდნენ და არც გარანტირებული საცხოვრებელი პირობები ჰქონდათ. სახლები საკუთარი სახსრებით შეიძინეს, თავს სოფლის მეურნეობით ირჩენენ – პატარა მიწაზე, რომელიც სახლის გარშემო აქვთ, ბოსტნეული და ხილი მოჰყავთ. უმეტესობა რუსულად საუბრობს, ქართული მხოლოდ ახალგაზრდებმა იციან.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, რეპატრირებულის სტატუსის მისაღებად განაცხადების მიღება 2010 წლის 1-ელ იანვარს დასრულდა. საქართველოს 5 841-მა პირმა მიმართა (არასრულწლოვანებთან ერთად დაახლოებით, 9 000-მდე პირი). მათგან 1 998 მოქალაქეს რეპატრიანტის სტატუსი მიენიჭა.

2010 წლის 30 მარტის „რეპატრიანტის სტატუსის მქონე პირთათვის საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭების შესახებ“ დადგენილების მიხედვით, რეპატრიანტის სტატუსის მქონე პირს შეუძლია გამარტივებული წესით მოქალაქეობა მოითხოვოს. კანონის მთავარი პირობაა, რომ განმცხადებელმა ორი წლის განმავლობაში დატოვოს სხვა ქვეყნის მოქალაქეობა. მთავარი პრობლემაც ამ დათქმაშია.

„საქართველომ ორწლიანი ვადა მისცა, რომ აზერბაიჯანის მოქალაქეობა დათმონ, მაგრამ აზერბაიჯანი ასე მარტივად არ ჩამოართმევს მოქალაქეობას. ეუბნება - ჯერ ვერ განვიხილავ ამ საკითხს. 500 დოლარი უნდა გადაიხადოს ერთმა ოჯახმა და 3-4 წელი უნდა ელოდოს. ამასობაში საქართველოდან მიცემული ვადა ეწურებათ და რა ქნან ამ შემთხვევაში? დამატებითი პრობლემები შეიქმნა ამ ერთ წელში, პანდემიის დროს საქართველოში ჩაიკეტნენ და ვერ მიდიან აზერბაიჯანში. ზოგიერთის პასპორტს ვადა გაუვიდა და შიშით ვერ გადაუკვეთიათ, ვაითუ უკან არ შემოგვიშვანო“, - გვიხსნის ცირა მესხიშვილი.

პირობადებული მოქალაქეობა საქართველოში მცხოვრებ 494 რეპატრირებულ მესხს აქვს მიცემული, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეობა ძალაში შევა მაშინ, როდესაც ისინი სხვა ქვეყნის მოქალაქეობაზე უარს იტყვიან.

„ორი წლის განმავლობაში არც ერთი მათგანი არ გამოსულა თავისი ქვეყნის მოქალაქეობიდან, რის მიზეზადაც სახელდებოდა ადგილზე არსებული ბიუროკრატიული და პროცედურული სირთულეები. ამიტომ, სხვა ქვეყნის მოქალაქეობიდან გასვლის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტის წარმოდგენის ვადა 2 წლიდან 5 წლამდე გახანგრძლივდა, თუმცა, დღეის მდგომარეობითაც, არც ერთ მათგანს არ დაუტოვებია სხვა ქვეყნის მოქალაქეობა, რათა ძალაში შესულიყო საქართველოს მოქალაქეობა“, - აცხადებენ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში.

საბჭოთა ხელისუფლებამ მუსლიმი მესხები 1944 წლის 14 ნოემბრის ღამეს გაასახლა. 77 წლის წინ, სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები 100 000 მაჰმადიანი იძულებით აყარა და პირუტყვის გადასაყვანი ვაგონებით შუა აზიის გზას გაუყენა. ისტორიული წყაროებით, გზაში რთულ პირობებს ყველამ ვერ გაუძლო და დაახლოებით, 17 000 მუსლიმი დაიღუპა.

გადასახლების მიზეზი სტალინის შიში იყო, რომელიც თვლიდა, რომ თურქეთთან ომის შემთხვევაში, მუსლიმი მესხები მათ მხარეს დაიჭერდნენ. თუმცა გადასახლებულთა უმრავლესობას ქალები და ბავშვები წარმოადგენდნენ. 30 000-ზე მეტი მუსლიმი მესხი კი მეორე მსოფლიო ომის პერიოდში საბჭოთა კავშირის მხარეს, ფაშისტების წინააღმდეგ იბრძოდა.

საქართველოს ხელისუფლებამ 2014 წელს იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ სახელმწიფო სტრატეგია შეიმუშავა. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა სამინისტროს ინფორმაციით, სტრატეგიის მიზანს რეპატრიანტთა ღირსეული და ნებაყოფლობითი დაბრუნებისა და შემდგომ საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის ხელშეწყობა წარმოადგენს. თუმცა უფლებადამცველებს ამ პროცესთან დაკავშირებით კითხვები აქვთ. ცირა მესხიშვილი ახალციხეში დაბრუნებული ორი ოჯახის მაგალითს იხსენებს, როცა მესხებმა სამშობლო იძულებით მეორედ დატოვეს. აზერბაიჯანიდან ჩამოსული მაკარიძეები და ყურაძეები გამოწვევებს ვერ გაუმკლავდნენ და თურქეთში გადასახლდნენ.
მომზადებულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა, და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
Facebook Twitter
აბრეშუმის გზა
ამინდი
ახალციხე 11 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 9 °C
img
ადიგენი 14 °C
img
ბორჯომი 12 °C
img
თბილისი 16 °C
img
აბასთუმანი 11 °C
img
ბაკურიანი 8 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.8440
EUR
EUR
1
2.8713
RUB
RUB
100
2.9096
TRY
TRY
1
0.0822
USD
USD
1
2.6760
კალენდარი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

https://kareasbetbedavabonus.comhttps://dizimat.prohttps://gobahisguncelgiris.comhttps://kareasbetsikayet.comhttps://mainealpacafarms.comhttps://siyahbayrakaynaamir.comboomcrystaltoys.comizmir escortizmir escortistanbul escortistanbul escortdeneme bonusu veren sitelerbetpark girişbetistmarsbahishttps://tarifebilir.comhttps://1kareasbetcasino.comhttps://aspercasinogirisi.orghttps://betbossgirisadresi.comhttps://diziworld.prohttps://forumbahis2.prohttps://guncelcasinositeleri.comhttps://guvenilirpokersiteleri.orghttps://kareasbetuyelik.comBetturkeyMatadorbetbetforward-shart.com1xbet-1xir.comdeneme bonusu veren sitelerdeneme bonusu veren sitelercasibom girişDeneme BonusuBets10 GirişEntrümpelung firmamedyamuhabiri.combetturkeybetturkey girişbetturkeybetturkey girişstarzbetstarzbet girişxslotxslot girişxslot güncel girişxslot yeni girişsuperbetinBinance Kayıt Olmaistanbul tabelacıreklam tabelatotem tabelabetkombahiscom twittertarafbet giriştarafbet giriştarafbet giriştarafbet girişmariobet girişmariobet twittermariobettarafbet giriştarafbet twittertarafbet adressweet bonanza demo oynabetturkey twitterBetnano girişbahiscom girişbahiscom twittersuperbetinstarzbet girişstarzbet twitterstarzbet girişstarzbet twittercasibombetturkey girişbetturkey twitterparibahiscasibomdeneme bonusu veren sitelerbahiscom girişbahiscom twitterstarzbetbetturkeydeneme bonusu veren sitelermarkajtv izleportobet hacklink al duşakabin fiyatları fethiye escort bayan escort - vip elit escort dizi film izle erotik film izle duşakabin hack forum casibom marsbahis marsbahisgirtr marsbahis matadorbet casibom starzbet mariobetcasibomyouwincasibombettiltbahsegelbetorspinbayspin girişbaywin girişcasibom girişsafirbettümbetpusulabetbetkanyontürk ifşalargrandbettingkalebet7slotsdinamobetcasibomparibahistümbetjojobetbetinedinamobetkavbetBettiltsüperbahis girişhttps://www.elektronikesigaram.com/iqos-ilumaiqosiqosmariobetbetparksuperbetinvozol 12000timeisworth.comCasibom GirişvbetSahabetaviatorbetebet girişvegasslot girişcasibom giriş casibomhttps://repository.unisfat.ac.id/css/styles/marsbahisimajbetmatbetjojobetholiganbetsekabetonwinsahabetonwinmarsbahisnakitbahispiabellacasinomeritkingdumanbetparibahisdinamobetgalabetimajbetjojobetjojobetmatbetdinamobetcasibommobilbahisjojobet girişcasibomtrend topic satın alcasibomBetofficePusulabetFestwin Girişmostbetbetmoongalabethiltonbetparibahisbetsmovebetnanomavibetgoldenbahisçanakkale habersigara shopbahsegeltümbet twitterbetwoonvevobahisbetparksuperbetinvbetvbetgoldenbahisbetsmovebetsmovebetcupbetcupbahigobahigobetnanoasyabahismavibetjojobetlunabetcasibomjojobetinstagram close accountinstagram close accountsekabetmariobettrbetvdcasinoholiganbettümbetjojobetdinamobetbahiscomomegle livemobilbahiscasinometropolsahabetjojobetsafirbetmariobetsahabetMarsbahis Girişmeritkingbetparkgrandpashabet+18 filmvbetcasino levantholiganbetbetebetvbetjojobetholiganbetcasibommarsbahismatbetsekabetonwinsahabetgrandpashabetnakitbahismeritkingbahsegelcratosslotkralbetdinamobetbetkanyonbets10imajbetgrandpashabetbetkomtürk pornoporno sexporno izlebedava pornomeritkingonwingrandpashabetMatadorbetjojobetcasibomgrandbettingklasbahiskalebetPerabetholiganbettarafbetpokerklasyouwinbetpasbetpasbetbooDeneme bonusu veren sitelermatadorbettarafbetmeritkingbetkanyon twittermarsbahispusulabet7slotsbets10kadiköy travestiSahabetgrandpashabetSahabetbetturkeyholiganbetholiganbetThesakultahodeonbetbettiltrestbetgoldenbahismeritkingmarsbahismarsbahisgoldenbahisholiganbethttps://twitter.com/sultanbozum1zbahisSahabetgoldenbahisxslotxslotgrandpashabetbaywincasibomTarafbetTarafbetpiabellacasinobetebetqueenbetinterbahistrbetimajbetqueenbetqueenbet girişbetvole