საზოგადოება
"სრულიად ჯანმრთელი იყო, არაფერი აწუხებდა" - გარდაცვლილი ექთნის თანასოფლელები
ახალციხეში „იმედის“ კლინიკაში გარდაცვლილი მედდის თანასოფლელები და მეზობლები ამბობენ, რომ მეგი ბაქრაძეს რაიმე სახის თანმდევი დაავადება არ ჰქონია და სრულიად ჯანმრთელი იყო. ქვემო ენთელში ვარაუდობენ, რომ შემთხვევა ექიმების მოუმზადებლობამ და თბილისში დაგვიანებით გადაყვანამ გამოიწვია.

სოფლის მოსახლეობა მომხდარის შემდეგ ვაქცინის გაკეთებას, მედპერსონალის გადამზადებამდე აღარ აპირებს.

შეგახსენებთ, რომ ახალციხის კლინიკაში 28 წლის ექთანს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ სავარაუდოდ, გვერდითი რეაქცია - ანაფილაქსიური შოკი 18 მარტს, 13:00 საათზე განუვითარდა. მედდა თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში საღამოს 21:00 საათისთვის შეიყვანეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ახალციხელი მედდის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.


| Print |