საზოგადოება
„ცოლი მომიკალით“, - გარდაცვლილი ექთნის მეუღლე კლინიკის თანამშრომელს დაუპირისპირდა
ახალციხეში, კლინიკა „იმედთან” ინცინდენტი მოხდა. სამედიცინო დაწესებულების ეზოში გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის ქმარი თანამშრომელს დაუპირისპირდა.

„ცოლი მომიკალით“, - ამ სიტყვებით მიმართა მეგი ბაქრაძის მეუღლემ ახალგაზრდა მამაკაცს. სამართალდამცავებმა მეგი ბაქრაძის მეუღლეს ტერიტორია დაატოვებინეს.

28 წლის ექთანი, რომელსაც „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა.

შსს-მ 28 წლის ექთნის გარდაცვალებაზე გარდაცვალებაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

| Print |