საზოგადოება
სურსათის სააგენტომ სამცხე-ჯავახეთში 11 ვეტერინარული ობიექტი დააჯარიმა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ვეტერინარული კლინიკები, ვეტაფთიაქები და ზოომაღაზიები აჭარაში, შიდა ქართლში, გურიასა და სამცხე-ჯავახეთში შეამოწმა.

უწყების ინფორმაციით, სახელმწიფო კონტროლი 83 ვეტერინარულ ობიექტში განხორციელდა, მათგან 17 სამცხე-ჯავახეთშია. გამოვლინდა სხვადასხვა დარღვევა, მათ შორის ვადაგასული პრეპარატების რეალიზაცია, ცხოველის საკვების განთავსების, შენახვისა და რეალიზაციის მოთხოვნებთან შეუსაბამობა, რეგისტრაციის არქონა.

დარღვევების გამო დაჯარიმდა 52 ობიექტი. მათ შორის 10 სამცხე-ჯავახეთში.

დაჯარიმებული მეწარმეებია:
  1. ვეტ-აფთიაქი შ.პ.ს. "ლ.ც" - 71-ე მუხლის მე-2 ნაწილით ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად უვარგისი ვეტ.პრეპარატის ბაზარზე განთავსებისთვის დაჯარიმდა 1 000 ლარით. ახალციხე, თამარაშვილის ქუჩის მიმდებარედ.
  2. ვეტ-აფთიაქი შ.პ.ს. "სასოფლო საკონსულტაციო სამსახური" - 71-ე მუხლის მე-2 ნაწილით ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად უვარგისი ვეტ.პრეპარატის ბაზარზე განთავსებისთვის დაჯარიმდა 1 000 ლარით. ახალციხე, თამარაშვილის ქუჩის მიმდებარედ.
  3. ვეტ-აფთიაქი შ.პ.ს. "სასოფლო საკონსულტაციო სამსახური" - 71-ე მუხლის მე-2 ნაწილით ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად უვარგისი ვეტ.პრეპარატის ბაზარზე განთავსებისთვის დაჯარიმდა 1 000 ლარით. ადიგენი, ა. ზაზაშვილის ქ. #28.
  4. ვეტ.აფთიაქი შ.პ.ს."ვიტა+" - 71-ე მუხლის მე-2 ნაწილით ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად უვარგისი ვეტ.პრეპარატის ბაზარზე განთავსებისთვის დაჯარიმდა 1 000 ლარით. ბორჯომი, სააკაძის ქ. #2.
  5. ვეტ.აფთიაქი „ი.მ“ - 71-ე მუხლის მე-2 ნაწილით ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად უვარგისი ვეტ.პრეპარატის ბაზარზე განთავსებისთვის დაჯარიმდა 1 000 ლარით. ნინოწმინდა, თავისუფლების ქ. #25.
  6. ვეტ.აფთიაქი „ი.მ“ - 71-ე მუხლის მე-2 ნაწილით ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად უვარგისი ვეტ.პრეპარატის ბაზარზე განთავსებისთვის დაჯარიმდა 1 000 ლარით. ნინოწმინდა, თავისუფლების ქ. #8.
  7. ვეტ.აფთიაქი შ.პ.ს. "ვეტერინარი" – 71-ე მუხლის მე-2 ნაწილით ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად უვარგისი ვეტ.პრეპარატის ბაზარზე განთავსებისთვის დაჯარიმდა 1 000 ლარით. ნინოწმინდა, ტერინის ქ. #2 "გ".
  8. ვეტ.აფთიაქი შ.პ.ს."სასოფლო საკონსულტაციო სამსახური" - 71-ე მუხლის მე-2 ნაწილით ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად უვარგისი ვეტ.პრეპარატის ბაზარზე განთავსებისთვის დაჯარიმდა 1 000 ლარით. ასპინძა, ვარძიის ქ.#78.
  9. ვეტ.აფთიაქი „ი.მ“ – 71-ე მუხლის მე-2 ნაწილით ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად უვარგისი ვეტ.პრეპარატის ბაზარზე განთავსებისთვის დაჯარიმდა 1 000 ლარით. ახალქალაქი, თავისუფლების ქ.#36.
  10. ვეტ.აფთიაქი „ი.მ“ - 71-ე მუხლის მე-2 ნაწილით ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად უვარგისი ვეტ.პრეპარატის ბაზარზე განთავსებისთვის დაჯარიმდა 1 000 ლარით. ახალქალაქი, გუსან ჰავასის 2/5.
  11. ზოომაღაზია „ი.მ“ - 64-მუხლის 1-ლი ნაწილი; ეკონომიკური საქმიანობის რეესტრიდან ვადაგასული ამონაწერი. დაჯარიმდა 100 ლარით. ახალქალაქი, დერჟინსკის ქ.#2.
„ფერმერების და შინაური ცხოველების მეპატრონეების ინტერესების დაცვისა და ბაზრიდან უხარისხო ვეტპრეპარატების ამოღების მიზნით, მიმდინარე წელს ქვეყნის მასშტაბით არსებული ყველა ვეტერინარული აფთიაქის შემოწმებაა დაგეგმილი“, - წერია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

(შემოწმებული ბიზნესოპერატორების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე)
| Print |