საზოგადოება
„ფორმა 100 არსებობს, მაგრამ ის მონაცემები არ არის, რაც უნდა იყოს - მეგი ბაქრაძის ბიძა
მეგი ბაქრაძის ბიძა ტარიელ ბაქრაძე ამბობს, რომ მედდის გარდაცვალებაზე კითხვები ახალციხის კლინიკა "იმედის" მედ-პერსონალთან აქვთ. ოჯახი გამოძიების პასუხს ელის. ის ამბობს, რომ არსებობს ფორმა 100, მაგრამ მასში ის მონაცემები არ არის, რომელიც უნდა იყოს. ოჯახს აქვს ეჭვი, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გაცემული დოკუმენტი შეცვლილია.

მეგი ბაქრაძე კოვიდ-კლინიკა "იმედში" მუშაობდა. ექთანი სამედიცინო პერსონალთან ერთად, 18 მარტს აიცრა. „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ, სავარაუდოდ, გვერდითი რეაქცია - ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. ექთანი თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც 19 მარტს გარდაიცვალა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტის შესწავლა დაიწყო რეგულირების სააგენტომ, რათა დადგინდეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ახალგაზრდა ქალის მძიმე მდგომარეობასა და ვაქცინას შორის. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

| Print |