საზოგადოება
დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმიდან 30 წელი გავიდა
დღეს, 31 მარტს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის ჩატარებიდან 30 წელი გავიდა. 1991 წლის 31 მარტს მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე გაიმართა საერთო-სახალხო კენჭისყრა, რომლის შედეგების საფუძველზე უზენაესმა საბჭომ დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.

უზენაეს საბჭოს ზვიად გამსახურდია ხელმძღვანელობდა.

რეფერენდუმის კითხვა იყო - "თანახმა ხართ თუ არა აღსდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე?"

30 წლის წინ ამ დღეს საქართველოს მოსახლეობამ დამოუკიდებლობის აღდგენას მხარი ერთსულოვნად დაუჭირა - 98,9%-მა რეფერენდუმის კითხვას დადებითად უპასუხა, სულ კი რეფერენდუმში მონაწილეობა 3,3 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო. ამ შედეგების საფუძველზე, იმავე წლის 9 აპრილს, უზენაესმა საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო.

31 მარტი საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბდების დღეცაა.
| Print |