საზოგადოება
მძიმე შრომა სწავლის ნაცვლად - არასრულწლოვნები ოჯახის ტვირთით
„ჩემს სკოლაში ვიცი ერთი ბიჭი, რომელსაც კარგი უნარები აქვს სწავლაში, მაგრამ ფიზიკური სამუშაო მას სწავლაში ხელს უშლის და ბევრ გაკვეთილს აცდენს. ონლაინ გაკვეთილების პერიოდშიც საერთოდ არ შედის გაკვეთილებზე და აქედან გამომდინარე ვიტყვი, რომ სამუშაო სწავლასთან კოორდინირება არ გამოდის. ამ პირობებში უფრო აუცილებელია სწავლა და არა სამუშაო“, - არასრულწლოვანი სამცხე-ჯავახეთიდან. ეს არის ამონარიდი სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიშიდან „ბავშვთა შრომა ახალი კორონა ვირუსის პანდემიის პირობებში და მის მიღმა“, რომელიც გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით მომზადდა. კვლევა ოთხ რეგიონში - სამცხე-ჯავახეთში, აჭარაში, გურიასა და კახეთში ჩატარდა. ანგარიშის მიხედვით, კვლევის დროს საკანონმდებლო ხარვეზები და ქვეყანაში არსებული პრობლემები გამოიკვეთა:

• რეგიონებში განსაკუთრებით გავრცელებულია არასრულწლოვნების შიდა მეურნეობასა და სეზონურ სამუშაოებში ჩართვა;
• ხშირია არასრულწლოვანთა შრომითი მიგრაცია, მათ შორის საზღვარგარეთ, სადაც ბავშვები არასათანადო პირობებში, დაბალი ანაზღაურების სანაცვლოდ მძიმე და დიდი დატვირთვის სამუშაოებს ასრულებენ;
• შრომით საქმიანობაში ჩართვის გამო, ხშირია ბავშვების მიერ სკოლის მიტოვებისა და სისტემური გაცდენის პრაქტიკა. ზოგ შემთხვევებში, სკოლებში არ აღირიცხება მოსწავლის გამოუცხადებლობის ფაქტები და მიზეზები, რაც არსებითად აფერხებს ბავშვთა შრომის ყველა შემთხვევის იდენტიფიცირებას და მათზე სათანადო რეაგირებას;
• დაბალია მოსახლეობის ინფორმირებულობის დონე ბავშვთა შრომითი უფლებებისა და შრომის საზიანო ფორმებისგან დაცვის საკითხებზე;
• ქუჩაში ბავშვთა შრომის აღმოფხვრაზე ორიენტირებული რესურსებისა და კადრების სიმცირის გამო, ვერ ხერხდება შემთხვევათა დროული აღკვეთა და ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვთა საჭიროებების ჯეროვანი გამოვლენა.

14 წლის იყო, როცა სამსახურის ძებნა დაიწყო. პირობითად, ნინომ ეს გადაწყვეტილება ოჯახის რთული ეკონომიკური მდგომარეობის გამო მიიღო. ამიტომ დამსაქმებელთან ვერ აპროტესტებდა სამუშაო პირობებს, რომელსაც ახლა კაბალურს უწოდებს. სკოლის მოსწავლემ მალევე ნახა ერთ-ერთ სავაჭრო ობიექტში კონსულტანტის ადგილი.

„სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის სამსახური, ოჯახში ძალიან გვიჭირდა. ჩემი ხელფასი საოჯახო ხარჯებში მიდიოდა. მოსწავლე ვარ, დილაობით სკოლაში მივდიოდი, ამიტომ სამსახურში რამდენ საათსაც დავაგვიანებდი, იმდენი ხნით გვიან ვტოვებდი სამსახურს. დღეში 8-საათანი სამუშაო ვალდებულება უნდა შემესრულებინა“.


დამსაქმებელს მასთან ხელშეკრულება არ გაუფორმებია. არც მისი ასაკი ყოფილა რაიმე სახის დაბრკოლების მიზეზი. ხელფასს - 170 ლარს ხელზე იღებდა, რაც დღეში დაახლოებით, 5.65 ლარი იყო. დასვენების დღე არ ჰქონდა, თუ რომელიმე დღეს დასვენებას გადაწყვეტდა, იმ დღის თანხა ხელფასს გამოაკლდებოდა.

„შესვენების უფლება არ მქონდა,მხოლოდ ახლომდებარე მაღაზიაში შემეძლო ორი წუთით გასვლა, ასევე არ მქონდა ტელეფონის ამოღების და გამოყენების უფლება“.

სხვა თანამშრომლების მსგავსად, სრული განაკვეთით მუშაობდა. ამბობს, რომ კონსულტანტობის გარდა, დამლაგებელიც იყო. დღის ბოლოს ობიექტის დალაგება მის მოვალეობაში შედიოდა. მისი დამსაქმებლისთვის ბარიერი არ აღმოჩნდა ჩანაწერი კანონში, რომლის მიხედვითაც არასრულწლოვნის შრომითი უფლებების დარღვევისთვის 4 000 ლარამდე დაჯარიმდებოდა.

„ერთი წელი ამ ურთულეს რეჟიმში ვმუშაობდი, სამსახურიდან წამოვედი, რადგან სკოლაში სწავლას ძალიან ჩამოვრჩი. რეალურად, უკვე შეუძლებელი იყო, მეცადინეობა და მუშაობა მომესწრო“.

მოზარდმა მეორე სამსახური 16 წლის ასაკში იპოვა. ასაკს ხელი არც ამჯერად შეუშლია. ამბობს, რომ ხელფასი და პირობები გაცილებით კარგი იყო. კვირაში ექვსი დღე, დღეში 6 საათი მუშაობდა, შრომის ანაზღაურებაზე კი დამსაქმებელთან 300 ლარზე შეთანხმდა, თუ კარგად ივაჭრებდა, ბონუსიც ემატებოდა.

პატარა ობიექტზე მოლარე იყო, თუმცა მის მოვალეობაში შედიოდა ვაჭრობა, სალარო აპარატი მუშაობა, დისტრიბუციის მიღება, დღის ბოლოს ნავაჭრის დათვლა, დაჯამება და „ჩეკის ამორტყმა“.
ოთხი თვე იმუშავა, პანდემიის გამო სავაჭრო ობიექტმა მუშაობა შეაჩერა და ნინოც შემოსავლის გარეშე დარჩა, თუმცა ამბობს, რომ ახლა უფრო მეტი დრო აქვს სწავლისთვის.

„გაზაფხულიდან ისევ ვაპირებ მუშაობის დაწყებას, რადგან აბიტურიენტი ვარ და ამ ოთხი თვის ხელფასი წიგნებში და რეპეტიტორთან მეცადინეობაში წავიდა, ვფიქრობ, რომ როგორმე შევუთავსო მეცადინეობა და სამსახური ერთმანეთს“.

პანდემიის პირობებში, სიღარიბეში მცხოვრებ ბავშვიან ოჯახთა საჭიროებების დაკმაყოფილება უფრო პრობლემური ხდება, შესაბამისად, კიდევ უფრო იზრდება ბავშვთა შრომის რისკები - წერია სახალხო დამცველის აპარატის მიერ მომზადებულ კვლევაში. ომბუდსმენი წერს, რომ შრომის მძიმე ფორმები იწვევს ბავშვის ფიზიკურ და გონებრივ გადაღლას, რის გამოც ისინი სკოლაში დაბრუნების შემდეგაც ვერ ახერხებენ საგაკვეთილო პროცესზე სათანადო კონცენტრირებას და სასწავლო პროცესში ეფექტიანად ჩართვას.

„ბავშვთა შრომის აღმოფხვრის კუთხით ქვეყანაში არსებული ბერკეტები არ არის ეფექტიანი და ვერ უზრუნველყოფს შემთხვევათა დროულ იდენტიფიცირებას. საკითხის სიმწვავის მიუხედავად, პასუხისმგებელ უწყებებს ამ დრომდე არ აქვთ შემუშავებული შემთხვევებზე რეაგირების, პრევენციის და რისკების შეფასების სათანადო მექანიზმები. ამასთან, კვლევამ ნათლად დაგვანახა ბავშვთა შრომის საკითხებზე მოქმედი ეროვნული კანონმდებლობის და ნორმების საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაციის საჭიროება“,
- აღნიშნა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ.

სკოლის მოსწავლე, რომელსაც პირობითად, ანას დავუძახებთ, 15 წლის იყო, როცა მუშაობა დაიწყო. სავაჭრო ობიექტში კონსულტანტის ვაკანსიის შესახებ მეგობრისგან შეიტყო. გასაუბრებაზე მისულმა დამსაქმებელს ასაკი მოატყუა, უთხრა, რომ 16 წლის იყო, რადგან ეშინოდა ობიექტის მეპატრონე უარს ეტყოდა. მოგვიანებით მიხვდა, რომ ცდებოდა. დამსაქმებელმა სამუშაოდ მეორე დღესვე დაიბარა.

„არის დღეები, როცა ახალი ტანსაცმელია მოსული, ალაგებ და თან კლიენტებს უნდა მოემსახურო. ასეთ დღეებში მკვდარი ვარ. დასვენების საშუალება არ გვეძლევა, კლიენტი როცა გყავს ემსახურები, გაუშვებ და ალაგებ“.

დამსაქმებელს ანასთან ხელშეკრულება არ გაუფორმებია. ამიტომ ის ფაქტი, რომ სამსახურში სკოლის მოსწავლე აიყვანა, დიდ დისკომფორტს არ უქმნიდა. არასრულწლოვანს ისეთივე სრული განაკვეთი ჰქონდა, როგორც ზრდასრულ კონსულტანტებს. დღეში რვა საათი მუშაობდა და გასამრჯელოდ 10 ლარს იღებდა, რაც თვეში 300 ლარამდე იყო. ამ სავაჭრო ობიექტში კონსულტანტები თვეში ერთი დღე ისვენებდნენ.

„დღის განმავლობაში საერთოდ არ ვისვენებ, მარტო საჭმლისთვის ვისვენებ, ეგეც რაც შემიძლია მალე უნდა ვჭამო. ყავას თუ ვსვამ და კლიენტი შემოვა, სასწრაფოდ უნდა დავდო, მოვემსახურო და ისევ გავაგრძელო დალევა“.

ამ რეჟიმში სწავლა ანასთვის რთული აღმოჩნდა. მოსწავლე ცოტა ხანში სკოლის პროგრამას ჩამორჩა, ამიტომ გადაწყვიტა, რომ მუშაობისთვის თავი დაენებებინა.

ევროკავშირის დირექტივა სამუშაო ადგილზე ახალგაზრდების დაცვის შესახებ, დეტალურ ინსტრუქციებს იძლევა ბავშვების სამუშაო საათების რეგულირების თაობაზე. თუკი ბავშვი სკოლის მოსწავლეა და სასკოლო საათების მიღმა ასრულებს სამუშაოს, მაშინ სამუშაო დრო არ უნდა აღემატებოდეს დღეში 2, ხოლო კვირაში 12 საათს. იმ პერიოდში, როდესაც სკოლა არ ფუნქციონირებს, ბავშვის სამუშაო საათები შეიძლება გაიზარდოს დღეში მაქსიმუმ 7 და კვირაში - 35 საათამდე.

ნინოსა და ანას გარდა, ახალციხეში კიდევ არაერთი არასრულწლოვანი მუშაობს ისე, რომ მათი დამსაქმებელი შრომის კოდექსს არღვევს. საქართველოში არასრულწლოვანთა შრომის შესახებ ეროვნული კვლევები და სტატისტიკური ინფორმაცია მწირია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2015 წლის ანგარიშის მიხედვით, ბავშვთა შრომაში ჩართულთა რაოდენობა 5-დან 17 წლამდე მოსახლეობის 4.2%- ს შეადგენდა. საუბარია დაახლოებით 24 400 ბავშვზე, რომელთა ყოველდღიური საქმიანობა უმეტეს შემთხვევაში, ზიანს აყენებს მათ ჯანმრთელობას, სოციალურ განვითარებას და ხელს უშლის სწავლაში.

საქართველოს შრომის კოდექსის მიხედვით, მოქალაქე სამუშაოდ ქმედუნარიანია 16 წლიდან. 16 წლამდე მოზარდი შეიძლება დასაქმდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მშობელი/მეურვე თანახმაა და სამუშაო არ ეწინააღმდეგება ზნეობრივ, ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას და არ უზღუდავს განათლების შესაძლებლობას. სამუშაო არ უნდა იყოს მძიმე და ჯანმრთელობისთვის მავნე. 14-16 წლის არასრულწლოვნის შრომითი დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 24 საათს, 16-18 წლის პირის კი - 36 საათს.

შრომის კოდექსი განიხილავს 14 წლამდე ასაკის მოზარდების დასაქმების შესაძლებლობასაც, რაც კანონიერია, თუკი არასრულწლოვანი სპორტულ, ხელოვნებასთან დაკავშირებულ და კულტურის ან სარეკლამო სფეროში დასაქმდება.

„საქართველო მიერთებულია ბავშვის უფლებათა კონვენციას და სხვა მნიშვნელოვან საერთაშორისო ინსტრუმენტებს, რითაც მას აქვს ვალდებულება დაიცვას ბავშვი სახიფათო შრომისაგან. საქართველოს ბავშვის უფლებათა კოდექსი, რომელიც რამდენიმე თვის წინ შევიდა ძალაში, ითვალისწინებს შრომის საზიანო ფორმებისგან ბავშვთა დაცვას“, - განაცხადა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში ღასან ხალილმა კვლევის შედეგების წარდგენის დროს.

კვლევის მიხედვით, ბავშვთა შრომის მძიმე ფორმები იკვეთება სამცხე-ჯავახეთშიც, მათ შორის, სეზონურად და სკოლის პერიოდში.

„სეზონურად, კარტოფილი რო არი, მაგ დროს, მანქანაზე დაწყობაში, მერე ჩამოღებაში, მერე ხდება ამ კარტოფილების გადარჩევა. ეს დაახლოებით არის ორი-სამი თვის პროცესი“, - აცხადებს ერთ-ერთი პედაგოგი სამცხე-ჯავახეთში.

კიდევ ერთი მასწავლებელი იხსენებს, „ბავშვები კარტოფილზე რომ მიდიან, მიდიან ძალიან ადრე, ესე 7 საათზე, სანამ მზე ძალიან გადმოვა.რამდენჯერ სკოლაში რომ მივდივარ, გზაზე ვხედავ, რომ მუშაობენ. მე ვამთავრებ 7 საათზე, გამოვლისას კიდევ მუშაობენ. შეიძლება მთელი დღე იყვნენ, ხოდა თავისთავად უცდებათ სკოლაც ამ პერიოდში“.

სახალხო დამცველის წარმომადგენლებს სამცხე-ჯავახეთში საკმაოდ რთული სურათი დახვდათ. არასრულწლოვანთა დასაქმებაზე მათი თანატოლებიც საუბრობენ.

„დედამ არ დართო ნება თავის არასრულწლოვან შვილს მონაწილეობა მიეღო ბოლო ზარის ღონისძიებაში, ასევე არ გაუშვა სკოლის დამთავრების გამოცდაზე, რათა აეღო ატესტატი და ის გააგზავნა რუსეთში სამუშაოდ. მე არ ვიცი, კონკრეტულად რა სამუშაოებს ასრულებს ეს ბავშვი. ოჯახი იყო სოციალურად დაუცველი“.

შრომითი მიგრაცია, ბავშვთა უფლებების რეალიზების კუთხით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. კვლევის თანახმად, ბავშვების შრომითი მიგრაცია პრაქტიკაში გვხვდება როგორც სეზონურად, ისე ხანმოკლე და გრძელვადიანი პერიოდით.

საზღვარგარეთ შრომითი მიგრაციის შემთხვევებზე სახელმწიფოს მონიტორინგისა და რეაგირების მექანიზმი არაეფექტიანია. საჯარო სკოლები ვერ ახდენენ სათანადო რეაგირებას. პედაგოგები ხშირად არ ასახავენ ბავშვების მიერ სკოლის გაცდენის შემთხვევებს, შესაბამისად, ვერ ხერხდება მსგავსი ფაქტების დროულად გამოვლენა და აღრიცხვა.

„აქ არის, ახალქალაქში ეგეთი შემთხვევები, ძირითადად რუსეთი ერევანი, უფრო რუსეთში რა, მაგრამ ეხლა უკვე შეფერხებებია და ვერ გადადიან და არასრულწლოვნები თუ იყვნენ, მაგაზე ზუსტი პასუხი არ მაქვს, მაგრამ ვიცი, რომ სისტემატურად დადიოდნენ და გადასვლები იყო ძირითადად რუსეთში იმიტომ, რომ საარსებო წყაროა ამათი“, - ამბობს ომბუდსმენთან ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელი სამცხე-ჯავახეთიდან.

საქართველოს სახალხო დამცველის კვლევის მიხედვით, ბავშვთა შრომის გამო ხშირია სკოლის მიტოვების ან გაცდენების ფაქტები, სკოლების მექანიზმი კი, განათლების ხელმისაწვდომობის შეზღუდვის თავიდან ასარიდებლად, საკმაოდ მწირია.

ომბუდსმენმა შეისწავლა და გამოაქვეყნა, ახლა სახელმწიფოს ჯერია, რა ქმედით ნაბიჯებს გადადგამს ხარვეზების აღმოსაფხვრელად.
მომზადებულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა, და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
Facebook Twitter
აბრეშუმის გზა
ამინდი
ახალციხე 11 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 11 °C
img
ადიგენი 16 °C
img
ბორჯომი 11 °C
img
თბილისი 14 °C
img
აბასთუმანი 9 °C
img
ბაკურიანი 7 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.8440
EUR
EUR
1
2.8713
RUB
RUB
100
2.9096
TRY
TRY
1
0.0822
USD
USD
1
2.6760
კალენდარი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

https://kareasbetbedavabonus.comhttps://dizimat.prohttps://gobahisguncelgiris.comhttps://kareasbetsikayet.comhttps://mainealpacafarms.comhttps://siyahbayrakaynaamir.comboomcrystaltoys.comizmir escortizmir escortistanbul escortistanbul escortdeneme bonusu veren sitelerbetpark girişbetistmarsbahishttps://tarifebilir.comhttps://1kareasbetcasino.comhttps://aspercasinogirisi.orghttps://betbossgirisadresi.comhttps://diziworld.prohttps://forumbahis2.prohttps://guncelcasinositeleri.comhttps://guvenilirpokersiteleri.orghttps://kareasbetuyelik.comBetturkeyMatadorbetbetforward-shart.com1xbet-1xir.comdeneme bonusu veren sitelerdeneme bonusu veren sitelercasibom girişDeneme BonusuBets10 GirişEntrümpelung firmamedyamuhabiri.combetturkeybetturkey girişbetturkeybetturkey girişstarzbetstarzbet girişxslotxslot girişxslot güncel girişxslot yeni girişsuperbetinBinance Kayıt Olmaistanbul tabelacıreklam tabelatotem tabelabetkombahiscom twittertarafbet giriştarafbet giriştarafbet giriştarafbet girişmariobet girişmariobet twittermariobettarafbet giriştarafbet twittertarafbet adressweet bonanza demo oynabetturkey twitterBetnano girişbahiscom girişbahiscom twittersuperbetinbetturkeystarzbet girişstarzbet twitterstarzbet girişstarzbet twittercasibombetturkey girişbetturkey twitterparibahiscasibomdeneme bonusu veren sitelercasibombahiscom girişbahiscom twitterstarzbetbetturkeydeneme bonusu veren sitelermarkajtv izleportobetBetnanojojobet hacklink al duşakabin fiyatları fethiye escort bayan escort - vip elit escort dizi film izle erotik film izle duşakabin hack forum casibom marsbahis marsbahisgirtr marsbahis matadorbet casibom mariobetcasibomyouwincasibombettiltbahsegelbetorspinbayspin girişbaywin girişcasibom girişsafirbettümbetpusulabetbetkanyontürk ifşalargrandbettingkalebet7slotsdinamobetcasibomparibahistümbetjojobetbetinedinamobetkavbetBettiltsüperbahis girişhttps://www.elektronikesigaram.com/iqos-ilumaiqosiqosmariobetbetparksuperbetinvozol 12000timeisworth.comCasibom GirişvbetSahabetaviatorbetebet girişvegasslot girişcasibomcasibomhttps://www.iaimu.ac.id/wp-content/js/marsbahisimajbetmatbetjojobetholiganbetsekabetonwinsahabetonwinmarsbahisnakitbahispiabellacasinomeritkingdumanebetparibahisdinamobetgalabetimajbetjojobetjojobetmatbetdinamobetcasibommobilbahisjojobetcasibomtrend topic satın alcasibomBetofficePusulabetFestwin Girişmostbetbetmoongalabethiltonbetparibahisbetsmovebetnanomavibetgoldenbahismesleki yeterlilik belgesisigara shopbahsegeltümbet twitterbetwoonvevobahisbetparksuperbetinvbetvbetgoldenbahisbetsmovebetsmovebetcupbetcupbahigobahigobetnanoasyabahismavibetjojobetlunabetcasibomjojobetinstagram close accountinstagram close accountsekabetmariobettrbetvdcasinoholiganbettümbetjojobetdinamobetbahiscomomegle livemobilbahiscasinometropolsahabetcasibomsafirbetmariobetsahabetMarsbahis Girişmeritkingbetparkgrandpashabet+18 filmvbetparibahisholiganbetbetebetvbetjojobetholiganbetcasibommarsbahismatbetsekabetonwinsahabetgrandpashabetnakitbahismeritkingbahsegelcratosslotkralbetdinamobetbetkanyonbets10imajbetgrandpashabetbetkomtürk pornoporno sexporno izlebedava pornomeritkingonwincasibomgrandpashabetMatadorbettruvabetjojobetcasibomgrandbettingklasbahiskalebetPerabetholiganbettarafbetpokerklasyouwinbetpastipobetbetpasbetbooDeneme bonusu veren sitelermatadorbettarafbetmeritkingbetkanyonmarsbahiscasibom7slotsbets10kadiköy travestitarafbetSahabetgrandpashabetjojobetSahabetbetturkeyxslotholiganbetholiganbetThesakultahodeonbetbettiltbaywinbets10goldenbahisbetasuslimanbetgoldenbahisrestbetmeritkingmarsbahis