საზოგადოება
2 ათასლარიანი ჯარიმა გამოეწერება ყველა იმ პირს, ვინც დაარღვია მთავრობის დადგენილება - ვაჟა სირაძე პოზნერის გამო გამართულ აქციაზე
რუსმა პროპაგანდისტმა ვლადიმერ პოზნერმა და მისმა თანხმლებმა პირებმა პროტესტის ფონზე, პოლიციელების კორდონის მეშვეობით, რესტორანი ვინოტელი დატოვეს.

აქციის მონაწილეებმა რუსი ჟურნალისტი შეძახილებით - „რუსეთი ოკუპანტია“, საქართველოს ეროვნული ჰიმნის ფონზე გააცილეს.

სამოქალაქო აქტივისტები აპირებენ გადაინაცვლონ იმ სასტუმროსთან, სადაც ვლადიმირ პოზნერი დაბინავდა და იქ გააგრძელონ პროტესტი. აქტივისტები ამბობენ, რომ პოზნერი საქართველოში თავს კომფორტულად ვერც ერთი წამმი ვერ იგრძნობს.

საქართველოში მყოფმა რუსმა პროპაგანდისტმა, ვლადიმირ პოზნერმა და მასთან მყოფმა 50-მდე ადამიანმა კაფე სტამბიდან რესტორან ვინოტელში გადაინაცვლეს. ისინი პოზნერის დაბადების დღის აღნიშვნას აპირებენ და ამავდროულად, კომენდანტის საათს არღვევენ.

ვინოტელთან შეკრებილი სამოქალაქო აქტივისტები აცხადებენ, რომ "ოკუპანტ ღორებს" არ მისცემენ მშვიდად დროსტარების საშუალებას. ამასთან, აქტივისტები პოლიციას მოუწოდებენ, რომ აღკვეთონ დანაშაული - კერძოდ, 50 კაცის მიერ კომენდანტის საათის დარღვევა.

ისინი სკანდირებენ: ,,პუტინ ხუილო".

პროტესტის შემდეგ, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვაჟა სირაძემ ვინოტელთან მიმდინარე მოვლენებზე აღნიშნა, რომ შევიდოდნენ ვინოტელში და კანონდამრღვევებს დააჯარიმებდნენ.

,,ყველა ჯარიმდება - თქო აგიხსენით, განგიმარტეთ. დრო სჭირდება ხო ადამიანების დაჯარიმებას?! 2 ათასლარიანი ჯარიმა გამოეწერება ყველა იმ პირს, ვინც დაარღვია მთავრობის დადგენილება. რაც შეეხება ობიექტს, ობიექტი დაჯარიმდა 10 000 ლარით" - განაცხადა ვაჟა სირაძე.




| Print |