საზოგადოება
აქტივისტებმა სასტუმროს შენობას კვერცხები დაუშინეს
"ვინოტელიდან" პოლიციის დახმარებით გამოსვლის შემდეგ, პუტინის მეგობრები სასტუმრო "რუმსში" მივიდნენ. აქტივისტებმა შენობას კვერცხები დაუშინეს და ოკუპანტების საქართველოში ჩამოსვლას ამ ფორმითაც გააპროტესტეს. თბილისში განვითარებულ მოვლენებს ერთი სიტყვით გამოეხმაურა იანკელი.

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში, ვლადიმერ პოზნერისა და მისი მეგობრების საქართველოში ვიზიტს Twitter-ზე ეხმაურება. "შემაშფოთებელია" - წერს კელი.



ლიეტუვას პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი საქართველოში პუტინის მეგობრების ჩამოსვლას Twitter-ზე ეხმაურება.

,,რეალობის სამწუხარო და სიმბოლური ასახვა თბილისში. ევროკავშირის მომლაპარაკებლები გარეთ, პუტინის პროპაგანდისტები შიგნით" - წერს პავილიონისი.

რუსი პროპაგანდისტ, ვლადიმირ პოზნერთან ერთად მოსკოვიდან თბილისში აირზენას ჩარტერული რეისით, 31 მარტს, შოუ ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ, სულ 50 ადამიანი. იგი ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული პირია. ვლადიმირ პოზნერს, 1-ლ აპრილს დაბადების დღე აქვს.
| Print |