საზოგადოება
2 აპრილი აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეა

 

2 აპრილს აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მსოფლიო დღეს აღნიშნავენ.

ეს თარიღი 2007 წელს, გაერო-ს მიერ მიღებული რეზოლუციით დადგინდა.

აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მსოფლიო დღეს საქართველო 2011 წლიდან შეუერთდა. ინიციატორები და ორგანიზატორები საქართველოს აუტიზმის საზოგადოება და ფონდი "ღია საზოგადოება-საქართველო" არიან.

2 აპრილის აღნიშვნის მიზანია, გაზარდოს აუტიზმის შესახებ ქართული საზოგადოების ინფორმირებულობა და ხელი შეუწყოს გადაწყვეტილების მიმღებ დაინტერესებულ სახელისუფლებო ორგანოებს, შეასრულონ საქართველოს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულება, უზრუნველყონ აუტიზმის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების რეალიზება.

საქართველოში, 2007-2009 წლებში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ 110 ბავშვიდან ერთს აუტიზმი აქვს.

აუტიზმი მიეკუთვნება ნეიროგანვითარებითი დაავადებების ჯგუფს და ხასიათდება სოციალური ურთიერთობების, კომუნიკაციისა და ქცევის პრობლემებით. აუტიზმი უფრო ხშირია, ვიდრე ბავშვთა ასაკში გამოვლენილი ისეთი ცნობილი დაავადებები, როგორიც არის ეპილეფსია, შაქრიანი დიაბეტი და სიმსივნე.

 

| Print |