საზოგადოება
ანა ტაბატაძეს დახმარება ესაჭიროება
45 წლის ანა ტაბატაძეს სასწრაფოდ ესაჭიროება თვალის ოპერაცია, რომელიც რქოვანას გადანერგვას გულისხმობს. ოპერაცია მთლიანად 32 ათასი ლარი ჯდება, მაგრამ მისი გარკვეული ნაწილი, 5 ათასი ლარი ჯანდაცვამ დააფინანსა. ამ ეტაპზე ოჯახს ოპერაციისთვის კიდევ 27 ათასი ლარი ესაჭიროება.

45 წლის ანა ტაბატაძემ 5 წლის წინ წაქცევისას თავის ტრამვა მიიღო, რამაც მხედველობის დაკარგვა გამოიწვია. მხედველობის დაკარგვა სწრაფად არ მომხდარა. არასწორი მკურნალობის გამო ერთი თვალიდან მხედველობა სრულად დაკარგა და მეორე ეს პრობლემა თვალის ნაწილზეც გადაუვიდა. მას დაუდგინდა დაავადება „გლაუკომა“,
ოპერაციის შემდეგ ოჯახი იმედოვნებს, რომ ანა ტაბატაძე ერთი თვალიდან მაინც შეძლებს დანახვას, მაგრამ სამწუხაროდ ექიმები აცხადებენ , რომ მეორე თვალში მხედველობა აღარ აღსდგება.
ოპერაცია ერთი წლის წინ უნდა გაკეთებულიყო მაგრამ პანდემიის გამო მისმა ვადამ გადაიწია.

დახმარების მსურველებს შეუძლიათ თანხა გადარიცხონ შემდეგ ანგარიშებზე, ნომრებით:

GE24TB7744445061100091 - თიბისი ბანკი
მიმღები - ქეთევან ტაბატაძე

GE21BG0000000498437454 - საქართველოს ბანკი
მიმღები - ლაშა ნებაძე


| Print |