საზოგადოება
ასპინძის ქუჩაზე გაზით ხანშიშესული ქალი მოიწამლა
ახალციხეში, ასპინძის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივმა აირმა გაჟონა. გაზით ინტოქსიკაცია 70 წლამდე ქალმა მიიღო და შეუძლოდ გახდა. სასწრაფო დახმარების ჯგუფმა პირველადი დახმარება ადგილზევე აღმოუჩინა, პაციენტის კლინიკაში გადაყვანა საჭირო არ გახდა.

"მთელი დღე ცუდი სუნი იყო, გაზი ჟონავდა ალბათ, ყველა მაგას ამბობდა. ბებია შეუძლოდ გახდა და სასწრაფო გამოვიძახეთ, ახლა კარგად არის”, - ამბობს დაშავებულის ოჯახის წევრი.

დღის განმავლობაში, ეს არ არის ინტოქსიკაციის პირველი შემთხვევა. ბუნებრივი აირით სამი პირი მოიწამლა ცხრა აპრილის ქუჩაზეც. ისინი ახალციხის რეფერალურ ჰოაპიტალში გადაიყვანეს, სადაც ამბობენ, რომ მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

ბუნებრივი აირის სუნი იდგა ქალაქში. კომპანია "ინტერგაზში" გვითხრეს, რომ გაზს სუნის მიმცემი ნივთიერება - ოდორანტი ზედმეტი რაოდენობით დაუმატეს.
| Print |