საზოგადოება
ბორჯომში სილამაზის ხიდიდან ახალგაზრდა კაცი გადახტა
ქალაქ ბორჯომში ახალგაზრდა მამაკაცი სილამაზის ხიდიდან გადახტა. ინფორმაციას ტელეკომპანია "ბორჯომი" ავრცელებს. 30 წლამდე მოქალაქე მაშველებმა მდინარიდან გამოიყვანეს, სასწრაფო დახმარების პრესსამსახურში გვითხრეს, რომ დაშავებულები ექიმების ჯგუფს კლინიკაში ახლა გადაჰყავს. 

ბორჯომის კლინიკაში ამბობენ, რომ მათთან ამ დროისთვის ერთი პირია შეყვანილი. სამედიცინო დაწესებულების დირექტორის ირაკლი დიასამიძის თქმით, ის თავს კარგად გრძნობს და მალე გაწერენ. 

დამატებით დეტალებს შსს-დან და სამაშველო სამსახურიდან ველით.
| Print |