საზოგადოება
პირი, რომელიც ბორჯომის ხიდიდან გადახტა, გარდაიცვალა
ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ბორჯომის სილამაზის ხიდიდან გადახტა - გარდაიცვალა. სასწრაფო დახმარების ჯგუფს შემთხვევის ადგილზე მოქალაქე მკვდარი დახვდა. მეორე პირი, რომელიც მომხდარს შეესწრო და ახალგახრდის დახმარება სცადა, კლინიკაში გადაიყვანეს.

"10:38-ზე შემოვიდა შეტყობინება, 10:47-ზე ადგილზე ვიყავით. ორი ეკიპაჟი მუშაობდა, ერთი გვამი დაგვხვდა და მეორე ბორჯომის "ჯეო ჰოსპიტალში" გადავიყვანეთ", - გვითხრეს სასწრაფო დახმარების პრესსამსახურში.

შსს-ში ამბობენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
| Print |